Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

swing II verb
[swɪŋ]
Print
(swung)

1. ქანაობა (აქანავებს; ქანაობს), რხევა, აქეთ-იქით ან წინ და უკან მოძრაობა; he sat on the stool, swinging his legs იგი ტაბურეტზე იჯდა და ფეხებს აქანავებდა; she really swings her arms when she walks როდესაც დადის, იგი მართლა ხელებს აქანავებს / აქეთ-იქით ამოძრავებს; a sign swinging in the wind ქარისგან მოქანავე საგზაო ნიშანი; the chandelier started to swing ჭაღმა ქანაობა დაიწყო; a set of keys swung from her belt მის ქამარზე გასაღებების აცმა ეკიდა;

2. (at) მოქნევა (˂მო˃იქნევს); she swung her tennis racket to hit the ball მან ბურთის დასარტყმელად ჩოგანი მოიქნია; she swung at me with the iron bar ქალმა რკინის ჯოხი მომიქნია; he swung another punch in my direction მან კიდევ ერთხელ მომიქნია ხელი დასარტყმელად;

3. საითკენმე ტრიალი (ატრიალებს; ტრიალდება), ბრუნება; რკალისებრი / მოხვეული ტრაექტორიით მოძრაობა; he swung the camera around to face the opposite direction მან კამერა საპირისპირო მიმართულებით შეატრიალა; he swung the boat around and headed for the shore მან ნავი ˂შე˃მოაბრუნა და ნაპირისკენ გაემართა; she suddenly heard a voice behind her and swung round უეცრად ქალმა ზურგს უკან ვიღაცის ხმა გაიგონა და იქითკენ შეტრიალდა / მიბრუნდა; the bus swung sharply to the left ავტობუსმა მკვეთრად გაუხვია მარცხნივ; a black car swung into the drive სახლისკენ მომავალ გზაზე / ხეივანზე შავმა მანქანამ შემოუხვია; the heavy door swung shut მძიმე კარი ანჯამებზე მოტრიალდა და დაიხურა; she swung the door open ქალმა კარი ფართოდ გააღო; swinging her bag over her shoulder, she hurried on ქალმა ჩანთა მხარზე გადაიკიდა / მოიგდო და სწრაფი ნაბიჯებით გაუდგა გზას; she swung her legs out of bed მან ლოგინიდან ფეხები გადმოყო / გადმოკიდა;

swing I Swingfire

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0077