Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

sustain verb
[səʹsteɪn]
Print

1. 1) უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), ხელის შეწყობა (სიცოცხლისთვის, რისამე არსებობისთვის); ʘ აცოცხლებს, აარსებებს; აძლებინებს; which planets can sustain life? რომელ პლანეტებს შეუძლია სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფა? რომელ პლანეტებზეა შესაძლებელი სიცოცხლის არსებობა? the soil in this part of the world is not rich enough to sustain a large population ნიადაგი მსოფლიოს ამ ნაწილში არასაკმარისად ნოყიერია იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამოკვება შეძლოს; the money he received was hardly enough to sustain a wife and five children ფული, რომელსაც იგი იღებდა, ძლივს ჰყოფნიდა ცოლისა და ხუთი შვილის სარჩენად; the love and support of his family sustained him during his time in prison ოჯახის წევრთა სიყვარულმა და მხარდაჭერამ ციხეში პატიმრობის პერიოდი გააძლებინა;

2) შენარჩუნება (˂შე˃ინარჩუნებს), შეწყდომის, გაქრობის ან შემცირების საშუალების არმიცემა; she managed to sustain everyone's interest until the end of her speech მან მოახერხა ყველა მსმენელის ინტერესი სიტყვით თავისი გამოსვლის ბოლომდე შეენარჩუნებინა; the team may not be able to sustain this level of performance გუნდმა შეიძლება თამაშის ასეთი დონის შენარჩუნება ვერ შეძლოს; the policies necessary to sustain economic growth ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელი პოლიტიკა; a period of sustained economic growth უწყვეტი ეკონომიკური ზრდის პერიოდი;

2. წიგნ. განცდა (განიცდის), გადატანა (რაიმე უარყოფითისა ან არასასურველისა); to sustain an injury ტრავმის მიღება, დაშავება; to sustain a defeat დამარცხების განცდა; ʘ დამარცხდა, წააგო; some nearby buildings sustained minor damage ზოგიერთმა ახლომდებარე შენობამ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო; the company sustained losses of millions of dollars კომპანიამ მილიონობით დოლარის ზარალი განიცადა;

3. დადასტურება (˂და˃ადასტურებს), დამტკიცება; the evidence is not detailed enough to sustain his argument მოყვანილი მონაცემები საკმარისად დეტალური არ არის იმისათვის, რომ მისი მოსაზრების დასამტკიცებლად / დასასაბუთებლად გამოდგეს;

suss II sustainability

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0466