Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

suspect III verb
[səʹspɛkt]
Print

1. ეჭვი (ეჭვობს), ვარაუდი (რისამე არსებობისა ან შესაძლებლობისა); the situation is worse than we first suspected მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენ თავდაპირველად ვვარაუდობდით / გვეგონა; as I had suspected all along, he was not a real policeman როგორც თავიდანვე ვეჭვობდი / ვვარაუდობდი, იგი ნამდვილი პოლიციელი არ ყოფილა; I began to suspect (that) they were trying to get rid of me ეჭვი გამიჩნდა, რომ ცდილობდნენ თავიდან მოვეშორებინეთ; she strongly suspected he was lying to her სერიოზული ეჭვი ჰქონდა / თითქმის დარწმუნებული იყო, რომ კაცი მას ატყუებდა; the doctors suspected pneumonia ექიმები ფილტვების ანთებას ეჭვობდნენ / ვარაუდობდნენ; the position of the body led the police to suspect murder გვამის მდებარეობამ პოლიციელებს აფიქრებინა, რომ საქმე მკვლელობასთან ჰქონდათ; she's not going to be very happy about this, I suspect ვფიქრობ / ჩემი ვარაუდით, იგი ამით დიდად გახარებული არ დარჩება;

2. რაიმეში დაეჭვება (დაეჭვდება) / ეჭვის შეტანა, საეჭვოდ რისამე მიჩნევა; ეჭვის / უნდობლობის განცდა ან გამოჩენა (რისამე მიმართ); she suspected his sincerity ქალს მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებოდა / მისი გულწრფელობისა არა სჯეროდა; I suspected her motives in offering to help საეჭვოდ მიმაჩნდა მის მიერ დახმარების შემოთავაზების მოტივები; I have no reason to suspect her honesty არანაირი საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო მის პატიოსნებაში;

3. ვინმეზე ეჭვის მიტანა (მიიტანს) / ქონა, ვისიმე ბრალეულობის და მისთ. ეჭვობა / ვარაუდი; რაიმეში დამნაშავედ ან გარეულად, რაიმეზე პასუხისმგებლად, რისამე გამომწვევად და მისთ. ვისიმე ან რისამე მიჩნევა; no one knows who killed her, but the police suspect her husband არავინ იცის, ქალი ვინ მოკლა, მაგრამ პოლიციას მის ქმარზე აქვს ეჭვი; who(m) do you suspect? ეჭვი ვისზე გაქვს? she's suspected of murder იგი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი; three suspected terrorists have been arrested დააპატიმრეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი; the drug is suspected of causing over 200 deaths ეჭვი აქვთ, რომ ამ ნარკოტიკის მიზეზით 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

suspect II suspend

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0735