Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

strong adjective
[strɒŋ]
Print

1. ღონიერი, ძლიერი (ითქმის ადამიანის, ცხოველის, მისი სხეულის და მისთ. შესახებ); I need someone strong to help me move this bookcase ვინმე ღონიერი მჭირდება, ამ წიგნების კარადის გადატანაში რომ დამეხმაროს; to have strong arms [muscles] ღონიერი / ძლიერი მკლავების [კუნთების] ქონა; he's strong enough to lift a car! იგი ისეთი ღონიერია, რომ მანქანის აწევასაც კი შეძლებს!

2. მაგარი, მტკიცე, მყარი (ითქმის უსულო საგნის შესახებ); that chair isn't strong enough for you to stand on მაგ სკამზე ნუ დადგები, საკმარისად მაგარი არ არის / ვერ გაგიძლებს; the window is made from very strong glass – it won't shatter ფანჯარა ძალიან მაგარი / მყარი მინისგან არის დამზადებული – არ გატყდება;

3. ძლიერი, მძლავრი (ითქმის სტიქიური მოვლენის, რისამე ზემოქმედების და მისთ. შესახებ); a strong wind ძლიერი ქარი; a strong current ძლიერი / მძლავრი დინება (ზღვისა და მისთ.); a strong magnet ძლიერი / მძლავრი მაგნიტი; the light was not very strong სინათლე / შუქი მაინცდამაინც ძლიერი არ იყო; stay indoors in the middle of the day, when the sun is strongest შუადღეს, როდესაც მზე ყველაზე უფრო ძლიერ ანათებს / აცხუნებს, სახლიდან არ გამოხვიდე;

stroller stronghold

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0510