1. 1) თვალში საცემი, შთამბეჭდავი; განსაცვიფრებელი, საოცარი, უჩვეულო; there's a striking resemblance between them მათ შორის აშკარა / საოცარი მსგავსება არსებობს; a striking contrast between wealth and poverty თვალში საცემი / განსაცვიფრებელი კონტრასტი სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის; a dark man with striking features შავგვრემანი მამაკაცი თვალში საცემი / ყურადღების მიმპყრობი ნაკვთებით; striking beauty საოცარი სილამაზე [შდრ. აგრ. 2)];
2) საოცრად მიმზიდველი, ლამაზი ან სიმპათიური; she's very striking იგი ძალზე მიმზიდველი / მომხიბვლელი ქალია; he's quite good-looking, but he's not as striking as his brother მას საკმაოდ კარგი გარეგნობა აქვს, მაგრამ თავის ძმასავით გასაოცრად სიმპათიური ვერ არის; striking good looks საოცრად კარგი / მომხიბვლელი შესახედაობა;
2. გაფიცული, გაფიცვაში მონაწილე; striking auto workers გაფიცული ავტომშენებლები.