Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stress I noun
[strɛs]
Print

1. სტრესი, ემოციური დაძაბულობა; to suffer from stress ʘ სტრესს / სტრესის ზემოქმედებას განიცდის; to be under stress სტრესის ქვეშ ყოფნა; coping with stress სტრესისთვის თავის გართმევა; emotional [mental] stress ემოციური [სულიერი / ფსიქიკური] სტრესი; she failed to withstand the stresses and strains of public life მან საზოგადოებრივი ცხოვრების სტრესებსა და სირთულეებს / დაძაბულობას ვერ გაუძლო; your headaches are due to stress შენი თავის ტკივილები სტრესითაა გამოწვეული;

2. 1) ხაზგასმა, აქცენტი, ემფაზა; to put / to lay / stress on smth. რაიმესთვის ხაზის გასმა; რაიმეზე აქცენტის გაკეთება, რისამე აქცენტირება / განსაკუთრებით გამოყოფა; რაიმეზე ყურადღების გამახვილება; რაიმესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება; she lays great stress on punctuality იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პუნქტუალურობას; I think the company places too much stress on cost and not enough on quality ჩემი აზრით, კომპანია მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს ხარჯებს და არასაკმარის ყურადღებას – ხარისხს; he has started to lay greater stress on the government's role in industry ამ ბოლო ხანს იგი უფრო მეტ აქცენტს აკეთებს მთავრობის როლზე მრეწველობაში; he laid particular stress on the need for discipline მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დისციპლინის აუცილებლობას;

2) ფონეტ. მახვილი; primary [secondary] stress მთავარი [მეორეული] მახვილი; the meaning of a sentence often depends on stress and intonation წინადადების მნიშვნელობა ხშირად მახვილსა და ინტონაციაზეა დამოკიდებული; normally, the stress falls on the first syllable ჩვეულებრივ, მახვილი პირველ მარცვალს მოუდის; in "strategic" the stress falls on the second syllable სიტყვაში "strategic" მახვილი მეორე მარცვალს მოუდის;

3. (on) აგრ. სპეც. დატვირთვა; ძალის დატანება, ძალვა; დაწოლა, წნევა; დაძაბულობა, დაჭიმვა, სტრესი; heavy lorries put too much stress on this bridge მძიმე სატვირთო მანქანები ამ ხიდს მეტისმეტად დიდ სიმძიმედ აწვება / მეტისმეტად დიდი დატვირთვის ქვეშ აქცევს; jogging puts a lot of stress on your knee joints ძუნძულით სირბილი დიდ დატვირთვას აყენებს მუხლის სახსრებს; shoes with high heels put a great deal of stress on knees and ankles მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარებისაგან მუხლებსა და კოჭებს დიდი ძალა ადგება; when you have an injury you start putting stress on other parts of your body როდესაც ტრავმა გაქვს, სხეულის სხვა ნაწილებს ატან ძალას / ტვირთავ; computers work out the stresses that such a craft will encounter in flight კომპიუტერები გამოითვლიან / ანგარიშობენ დატვირთვებს, რომლებსაც ამგვარი საფრენი აპარატი ფრენის დროს განიცდის; metal fatigue is a weakness which develops in a metal structure that has been subjected to many repeated stresses ტექ. ლითონის დაღლილობა არის ლითონის სტრუქტურის სისუსტე, რომელიც დატვირთვის მრავალგზისი ზემოქმედების შედეგად ვითარდება; the stress due to bending ტექ. ˂და˃ძაბვა ღუნვისას;

stress related medical problems სტრესთან დაკავშირებული / სტრესით გამოწვეული სამედიცინო პრობლემები; a stress fracture მედ. სტრესული მოტეხილობა (მოტეხილობა ძვლის "დაღლილობის" / ხანგრძლივი დატვირთვის შედეგად); მარშის ტერფი; he needs to have an operation for a stress fracture in his foot მან ოპერაცია უნდა გაიკეთოს ტერფის სტრესული მოტეხილობის გამო.

streptococcus stress II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0133