Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

strain¹ I noun
[streɪn]
Print

1. დაჭიმვა, გაჭიმვა; დატვირთვა, დაძაბვა; the rope broke under the strain დაჭიმვისაგან თოკი გაწყდა; you should try not to place too much strain on muscles and joints უნდა ეცადო, კუნთებსა და სახსრებს ზედმეტი დატვირთვა / დაძაბვა მოარიდო [შდრ. აგრ. 3]; running downhill puts strain on the knees დაღმართზე სირბილისას მუხლები იტვირთება / მუხლებს ძალა ადგება; the hurricane put such a strain on the bridge that it collapsed გრიგალის ძალა / დაწოლა იმდენად დიდი იყო, რომ ხიდი ჩაინგრა; aluminium may bend under strain დაწოლისგან / სიმძიმისგან ალუმინი შეიძლება მოიღუნოს / ჩაიღუნოს; the ground here cannot take the strain of a large building ამ ადგილას მიწა / გრუნტი დიდი შენობის სიმძიმეს ვერ გაუძლებს; the recent decline in the dollar has put a bigger strain on the economic system გადატ. დოლარის კურსის ამასწინანდელმა დაცემამ ეკონომიკური სისტემა კიდევ უფრო დიდი დატვირთვის / ზეწოლის ქვეშ მოაქცია;

2. 1) დაძაბულობა, დატვირთვა, სტრესი (ფსიქოლოგიური, ემოციური და მისთ.); მღელვარება, ნერვიულობა (დაძაბულობით, უსიამოვნებით, დაღლილობით და მისთ. გამოწვეული); to be under a lot of strain at work სამსახურში დიდი დაძაბულობის განცდა / დიდი ემოციური დატვირთვის ქვეშ ყოფნა; I couldn't look after him any more; the strain was too much for me მისი მოვლა აღარ შემეძლო; დაძაბულობა / სტრესი / დაღლილობა ჩემთვის მეტისმეტად დიდი იყო; the long working hours put a severe strain on employees გრძელი სამუშაო დღე თანამშრომლებს მძიმე წნეხის ქვეშ აქცევს / ძლიერ ტვირთავს; I could see that she was beginning to crack under the strain ვხედავდი, რომ იგი დაძაბულობას / სტრესს ვეღარ უძლებდა;

2) დაძაბულობის, მღელვარების ან ნერვიულობის გამომწვევი რამ, სტრესი; სირთულე, პრობლემა; I always find exams a terrible strain გამოცდები ჩემთვის ყოველთვის ძალიან სანერვიულო რამ არის / დიდი სტრესია ხოლმე; the stresses and strains of police life პოლიციელის ცხოვრების სტრესები და სირთულეები / დაძაბულობა; the trial has been a terrible strain for both of us სასამართლო პროცესი ორივე ჩვენგანისთვის საშინელი სტრესი გამოდგა; I found it a strain having to concentrate for so long ესოდენ დიდი ხნით ყურადღების კონცენტრირება გამიჭირდა / დამღლელად მომეჩვენა;

3. დაჭიმვა, დაჭიმულობა; მეტისმეტი დაძაბვა / გადაღლა (კუნთისა, მყესისა, სხეულის ნაწილისა) [შდრ. აგრ. eye-strain]; a calf [groin, leg] strain წვივის [საზარდულის, ფეხის] კუნთის დაჭიმვა (ტრავმა); muscle strain კუნთ˂ებ˃ის დაჭიმვა / დაჭიმულობა; back strain ზურგის / ზურგის კუნთების დაჭიმვა; the goalkeeper is still out of action with a knee strain მუხლის სახსრის დაჭიმვის / ღრძობის გამო მეკარე ჯერაც მწყობრიდან არის გამოსული / ვერ თამაშობს; long hours working at a computer can cause eye strain კომპიუტერთან საათობით მუშაობამ თვალების გადაღლა / მხედველობის მეტისმეტი დაძაბვა შეიძლება გამოიწვიოს;

repetitive strain injury მედ. ქრონიკული ტრავმული დაჭიმულობის სინდრომი (ტკივილები მაჯის, მკლავისა და ზურგის არეში, რომლებიც კომპიუტერთან ხშირად მომუშავეებს, მუსიკოსებს და მისთ. აწუხებს ხოლმე; აბრევ. RSI).

straight razor strain¹ II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0343