Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

straggle verb
[ʹstrægl]
Print

1. 1) ჯგუფს ჩამორჩენა (˂ჩამო˃რჩება); ʘ ჯგუფს ჩამორჩენილია / უკან მიჰყვება; many of the soldiers were unfit and started to straggle ჯარისკაცთაგან ბევრნი ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ და ჩამორჩენა დაიწყეს; some runners are straggling a long way behind რამდენიმე მორბენალი დიდი მანძილით არის ჩამორჩენილი; he straggled behind, carrying the shopping იგი ჩვენ უკან / კვალდაკვალ მოჩანჩალებდა და მაღაზიაში ნაყიდი საქონელი მოჰქონდა;

2) ნელა, ჯგუფ-ჯგუფად სვლა (მიდის, მიდიან) / სიარული; the children were beginning to straggle in from the playground ბავშვები სპორტული მოედნიდან დაბრუნებას იწყებდნენ / პატარ-პატარა ჯგუფებად ბრუნდებოდნენ; a year after the hurricane, tourists are beginning to straggle back to the region გრიგალიდან ერთი წლის შემდეგ ტურისტები ნელ-ნელა / კანტიკუნტად იწყებენ რეგიონში დაბრუნებას; people straggled off the train ხალხი ჯგუფ-ჯგუფად ჩამოვიდა მატარებლიდან;

2. უწესრიგოდ ან სხვადასხვა მიმართულებით ˂გა˃ზრდა (˂გა˃იზრდება), მოძრაობა ან გავრცელება; unpainted wooden buildings straggle along the main road out of town კანტიკუნტად / ალაგ-ალაგ ჩადგმული შეუღებავი ხის შენობები პატარა ქალაქის მთავარ ქუჩას მიუყვება; the town straggled to an end and the fields began ქალაქის უკანასკნელი შენობებიც დამთავრდა / თვალს მიეფარა და მინდვრები დაიწყო; I could see a line of straggling bushes გაბარდული / გაბურდული ბუჩქების მწკრივს ვხედავდი; branches straggled out and blocked the path აქეთ-იქიდან გამოზრდილი / გამოშვერილი ტოტები ბილიკს ხერგავდა.

strafing burst straggler

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0424