Try the new design Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stitch I noun
[stɪtʃ]
Print

1. 1) ნაკერი, გვირისტულა (ნემსით კერვისას); secure the two pieces together with a couple of stitches ეს ორი ნაჭერი ერთმანეთს რამდენიმე ნაკერით / გვირისტულათი მიაკერე; try to keep the stitches small and straight ეცადე პატარ-პატარა და ახლო-ახლო ამოგებული ნაკერებით / გვირისტულებით კერო; she had sewn the wrong bits of material together and so had to unpick the stitches and start again მან ნაჭრები არასწორად მიაკერა ერთმანეთს და ამიტომ ნაკერების / გვირისტულების ამორღვევა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა; cross stitch ჯვარი, ჯვრისებრი გვირისტულა (ჯვარედინ ქარგვაში) [იხ. აგრ. 3)];

2) თვალი (ჩხირებით ან ყაისნაღით ქსოვისას); to cast a stitch თვალის ამოღება / ამოყვანა; I've dropped a stitch თვალი ჩამივარდა / წამივიდა;

3) ამა თუ იმგვარი ნაკერი, ნაქარგი ან ნაქსოვი; chain [herringbone] stitch ჯაჭვისებური / ჯაჭვისებრი [თევზიფხური / ზიგზაგისებრი] ნაკერი / ნაქარგი / ნაქსოვი; the bedspread was embroidered with cross stitch ლოგინის გადასაფარებელი ჯვარედინი ნაქარგით / ჯვრით მოქარგული ორნამენტით იყო მორთული [იხ. აგრ. 1)];

2. მედ. ნაკერი; he got hit with a broken bottle and needed five stitches in his cheek გატეხილი ბოთლი დაარტყეს და ლოყაზე ხუთი ნაკერის დადება დასჭირდა; the cut needed eight stitches ჭრილობას რვა ნაკერი დასჭირდა; he's gone to the doctor's to have his stitches out ექიმთან წავიდა ნაკერების ამოსაღებად;

3. ჩვეულ. sing მწვავე ტკივილი, ჩხვლეტა, ჭვალი გვერდში (ჩვეულ. ბევრი სირბილისგან ან სიცილისგან გამოწვეული) [შდრ. აგრ. in stitches – იხ. ]; can we slow down? I've got a stitch არ შეიძლება, ცოტა ტემპს შევუნელოთ? გვერდში მჭვალავს; I got a stitch after running for the bus ავტობუსის მისასწრებად რომ გავიქეცი, იმის მერე გვერდში ჭვალმა გამკრა / ჭვალი დამადგა;

a stitch in time saves nine ანდ. ერთი დროულად გაკეთებული ნაკერი ცხრას უდრისო; სათანადო ზომების მიღება დროულად / სიტუაციის გაუარესებამდე არის საჭირო; in stitches საუბ. ბევრს / თავშეუკავებლად რომ იცინის [შდრ. აგრ. 3]; the play had us in stitches სპექტაკლზე გულიანად ვიცინეთ; he had the whole audience in stitches მაყურებლები / მთელი აუდიტორია ბევრი აცინა / სიცილით დახოცა; not to have a stitch on, not to be wearing a stitch საუბ. ʘ შიშველია; ტანთ არაფერი აცვია.

stirrup pants stitch II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.1165