1. იხ. start II + -er² I 1 და 2; 
2. პირველი კერძი, მცირეოდენი საჭმელი (სუფრაზე სადილის და სხვ. ძირითადი კერძების შემოტანამდე; ამერ. აგრ. appetizer); we had soup as a starter, followed by steak სადილი წვნიანით დავიწყეთ, რასაც ბიფშტექსი მოჰყვა; 
3. სპორტ. სტარტერი, რბოლის დაწყების სიგნალის მიმცემი; the starter fired his gun სტარტერმა პისტოლეტი გაისროლა; 
4. ავტ. სტარტერი, ძრავას ასამუშავებელი მოწყობილობა; 
◇ for starters საუბ. ჯერ ერთი; თავდაპირველად, დასაწყისისთვის (რისამე ჩამოთვლისას და მისთ.); "why did you decide not to go to the concert?" "Well, for starters, the tickets were ridiculously expensive" "კონცერტზე რატომ არ წახვედი?" – "ჯერ ერთი, ბილეთები საშინლად ძვირი იყო"; try this exercise for starters დასაწყისისთვის ეს სავარჯიშო სცადე.