Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stamp I noun
[stæmp]
Print

1. საფოსტო მარკა (აგრ. postage stamp); a 28p stamp 28-პენიანი მარკა; to stick a stamp on the envelope კონვერტზე მარკის დაკვრა / დაწებება; could I have three first-class stamps, please? თუ შეიძლება, სამი ცალი პირველი კლასის მარკა მომეცით; he's hobby is collecting stamps მისი ჰობი მარკების შეგროვებაა / ფილატელიაა;

2. 1) შტამპი, შტემპელი, ბეჭედი (ხელსაწყო); a date stamp დოკუმენტებზე და სხვ. თარიღების დასასმელი შტემპელი; შტემპელ-კალენდარი [შდრ. აგრ. 2)]; we can make up a stamp of your company name within two hours შეგვიძლია ბეჭედი, რომელზეც თქვენი კომპანიის სახელწოდება იქნება ამოტვიფრული, ორ საათში დაგიმზადოთ;

2) შტამპი, შტემპელი, ბეჭედი, შტამპის / შტემპელის / ბეჭდის ანაბეჭდი; have you got any visa stamps in your passport? პასპორტში რაიმე სავიზო შტამპები თუ გაქვს ჩარტყმული? a date stamp inside the front cover of a library book shows when it should be returned თარიღის აღმნიშვნელი შტამპი / შტემპელი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნის წინა ყდის შიგნითა მხარეს არის დასმული, გვიჩვენებს, თუ როდის უნდა დავაბრუნოთ წიგნი [შდრ. აგრ. 1)]; the government has given the project its stamp of approval ხატოვნ. მთავრობამ პროექტი მოიწონა;

3. წიგნ. ნიშანი, კვალი, დამახასიათებელი თავისებურება; ბეჭედი, დაღი; each manager has left his or her own stamp on the way the company has evolved თითოეულმა მენეჯერმა თავისი საკუთარი კვალი დაასვა კომპანიის განვითარებას; although this painting clearly bears the stamp of genius, we don't know who painted it მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახატს აშკარად გენიალობის ბეჭედი აზის, ჩვენ არ ვიცით, ვინ დახატა იგი; the story had the stamp of authenticity ამბავი / ისტორია სარწმუნო ჩანდა;

stammerer stamp II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0467