Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

stagger II verb
[ʹstægə(r)]
Print

1. ბარბაცი (ბარბაცებს), ბორძიკი; ბარბაცით / ბორძიკით სიარული; the injured woman staggered to her feet დაშავებული ქალი ბარბაცით წამოდგა ფეხზე; he staggered home, drunk ნასვამი, იგი შინისკენ წაბარბაცდა;

2. 1) მოქმედებების, ღონისძიებების დაწყების დროის განაწილება (˂გა˃ანაწილებს) / დიფერენცირება; მოქმედებების, ღონისძიებების და სხვ. ისეთნაირად დაგეგმვა ან ორგანიზება, რომ ისინი დროში ერთმანეთს არ დაემთხვას; the departures of the buses were staggered at fifteen-minute intervals ავტობუსების გასვლა / გამგზავრება 15-15-წუთიანი ინტერვალებით დაიგეგმა / განხორციელდა; there were so many runners that they had to stagger the start იმდენი მორბენალი იყო, რომ ორგანიზატორებს სტარტის დროის დიფერენცირება მოუხდათ; Jim and his wife stagger their work hours so one of them can be at home with the kids ჯიმსა და მის ცოლს თავიანთი სამუშაო საათები ისეთნაირად აქვთ დაგეგმილი / განაწილებული, რომ ერთ-ერთ მათგანს შინ ბავშვებთან ყოფნა შეეძლოს;

2) საფეხურებად / ზიგზაგისებრად განლაგება (განალაგებს), დაწყობა (ადამიანებისა, ავტომანქანებისა და სხვ.); the soldiers advanced in a staggered formation ჯარისკაცები საფეხურა მწყობრით მიიწევდნენ წინ;

3) ავ. საფეხურებად / ზიგზაგისებრად განლაგება (განალაგებს), საფეხურა მწყობრით ეშელონირება (თვითმფრინავებისა, შვეულმფრენებისა); the fighters will take off either in a staggered formation or side by side გამანადგურებლები საფეხურებად ეშელონირებული / საფეხურა მწყობრით ან ერთმანეთის გვერდიგვერდ აფრინდებიან;

3. გაოცება (˂გა˃აოცებს), განცვიფრება, გაოგნება; an event that staggered the world მოვლენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა / შეძრა; he staggered all his colleagues by suddenly announcing that he was leaving the company at the end of the month მან ყველა თავისი კოლეგა გააოგნა, როდესაც უეცრად განაცხადა, რომ თვის ბოლოს კომპანიიდან მიდიოდა.

stagger I staggered

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0429