Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

spring II verb
[sprɪŋ]
Print
(sprang, უპირატ. ამერ. sprung; sprung)

1. ხტომა (ხტის, ხტება); უეცრად (საითკენმე) გავარდნა, გაქანება; the cat crouched ready to spring კატა მიწას გაეკრა / მოიკუნტა და გადასახტომად მოემზადა; the boy sprung out of bed and ran downstairs ბიჭი ლოგინიდან წამოვარდა და ქვედა სართულზე ჩაირბინა; everyone sprang to their feet when the principal walked in როდესაც სკოლის დირექტორი შემოვიდა, ყველანი ფეხზე წამოხტნენ; one of the young policemen sprang to her assistance ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიციელი მის დასახმარებლად გაექანა;

2. სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს) / გადაადგილება; სწრაფად, უეცრად (ამა თუ იმ) მდგომარეობაში მოსვლა (ითქმის უსულო საგნის შესახებ); the branch sprang back and hit him in the face მოხრილი ტოტი უეცრად გასწორდა და მას სახეში მოხვდა; she turned the key and the lid sprang open ქალმა გასაღები მოატრიალა და თავსახური უეცრად გაიხსნა; the gate sprang shut behind them მათ ზურგს უკან ჭიშკარი ჯახუნით დაიხურა / მიჯახუნდა;

3. უეცრად გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება); tears sprang to her eyes ქალს თვალზე ცრემლები მოადგა; where did you spring from? – I didn't see you come in! საუბ. აქ საიდან გაჩნდი? – ვერ დაგინახე, როგორ შემოხვედი!

to spring from წიგნ. რისამე შედეგად წარმოქმნა (წარმოიქმნება); ʘ რისამე შედეგია; საიდანმე წარმოდგება; the idea for the novel sprang from a trip to India რომანის იდეა ინდოეთში მოგზაურობის შედეგად წარმოიქმნა / დაიბადა; his need to be liked obviously springs from a deep-rooted insecurity მისი სურვილი, ყველას თავი მოაწონოს, როგორც ჩანს, მასში ღრმად ფესვგადგმული დაუცველობის შეგრძნებისგან წარმოდგება;

to spring up უეცრად წარმოქმნა (წარმოიქმნება), გაჩენა; thousands of new businesses have sprung up in the past couple of years ბოლო რამდენიმე წელიწადში ათასობით ახალი საწარმო წარმოიქმნა; play areas for children are springing up everywhere ყველგან ჩნდება ბავშვების სათამაშო მოედნები;

to spring into action, to spring into / to / life უეცრად ამოქმედება; უეცრად გამოცოცხლება / გააქტიურება; the town springs into life during the carnival კარნავალის დროს ქალაქი გამოცოცხლდება / გააქტიურდება ხოლმე; finally the engine sprang to life როგორც იქნა, ძრავა ამუშავდა; to spring smth. on smb. ვინმესთვის მოულოდნელად რისამე თქმა ან შეთავაზება; რაიმე მოულოდნელის გაკეთება; I'm sorry to spring it on you, but I've been offered another job მაპატიეთ, ამას ასე მოულოდნელად რომ გეუბნებით, მაგრამ სხვა სამუშაო შემომთავაზეს; we decided to spring a surprise on them გადავწყვიტეთ, მათთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა; to spring to mind ʘ ესა თუ ის აზრი / წარმოდგენა მოუვიდა თავში; უეცრად გაახსენდა / მოაგონდა (რაიმე); say the word "Australia" and a vision of beaches and blue seas immediately springs to mind თქვით სიტყვა "ავსტრალია" და თვალწინ იმწამსვე პლაჟები და ლურჯი ზღვა წარმოგიდგებათ; two questions spring to mind თავში ორი კითხვა მომდის.

spring I springboard

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0144