|
|
|
1. მიცემა (მისცემს), დათმობა, გამეტება; ʘ უწილადებს; can you spare me some change? ცოტაოდენ ხურდას ვერ მიწილადებთ / ვერ მომცემთ? sorry, I can't spare the time უკაცრავად, თავისუფალი დრო არ მაქვს / არა მცალია [შდრ. აგრ. to spare; იხ. ◇]; we can only spare one room for you მხოლოდ ერთი ოთახი შეგვიძლია დაგითმოთ / გამოგიყოთ; I'm sure you can spare me a moment დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ ერთი წუთი დამითმოთ; we can't spare the men for this task ამ საქმისთვის ეგ ხალხი აუცილებლად გვჭირდება; to spare a thought for smb. ვინმეზე ფიქრი / დაფიქრება; you should spare a thought for the person who cleans up after you უნდა იფიქრო იმ ადამიანზე, ვინც შენ მიერ დაყრილ ნაგავს ალაგებს;
2. (from) უსიამოვნო რამისგან დახსნა (˂და˃იხსნის), უსიამოვნო რამის თავიდან აცილება (ვინმესთვის); you could spare yourself waiting if you book in advance ადგილს თუ წინასწარ შეუკვეთ, ლოდინი აღარ მოგიწევს / ლოდინს თავიდან აიცილებ; he wanted to spare his mother any anxiety მას სურდა, დედამისისთვის ყოველგვარი მღელვარება / ნერვიულობა თავიდან აეცილებინა; please spare me the gruesome details თუ შეიძლება, შემზარავი დეტალებისგან დამიხსენი / შემზარავ დეტალებს ნუ მომიყვები; she was spared from the ordeal of appearing in court სასამართლოს წინაშე წარდგომასთან დაკავშირებულ უსიამოვნებას გადაურჩა; სასამართლოს წინაშე წარდგომა აღარ დასჭირდა;
3. უპირატ. უარყოფით წინადადებებში: დაზოგვა (˂და˃ზოგავს), დაშურება, დანანება (ხარჯისა, ძალისხმევისა და სხვ.); to spare no effort ძალ-ღონის არდაშურება; no expense was spared in developing the necessary technology საჭირო ტექნოლოგიის შესამუშავებლად ხარჯები არ დაუშურებიათ; not to spare oneself ʘ თავს არ იზოგავს; თავდაუზოგავად შრომობს / იღვწის (რისამე მისაღწევად);
4. შეწყალება ( ˂შე ˃იწყალებს), შებრალება, დანდობა; they killed the men but spared the children მათ მამაკაცები დახოცეს, მაგრამ ბავშვები დაინდვეს / არ დაუხოცავთ; I could not understand why I had been spared and they had not ვერ გამეგო, მე რატომ შემიბრალეს / დამინდვეს, ისინი კი არა; during the bombing only one house was spared ხატოვნ. დაბომბვას მხოლოდ ერთი სახლი გადაურჩა;
◇ to spare ზედმეტი, საჭიროზე / აუცილებელზე მეტი; დარჩენილი, მონარჩენი; I've got absolutely no money to spare this month ამ თვეში ზედმეტი / სხვისთვის მისაცემი ფული სრულებით არ მაქვს; anyone who has time to spare and would like to help can contact Moira ყველას, ვისაც თავისუფალი დრო აქვს და სურს დაგვეხმაროს, შეუძლია მოირას დაუკავშირდეს; there's no time / we've got no time / to spare if we want to get the article written by tomorrow თუ გვინდა, რომ ხვალისთვის სტატია დაწერილი იყოს, დასაკარგი დრო აღარ გვაქვს / წუთის დაკარგვაც აღარ შეიძლება; we arrived at the airport with five minutes to spare აეროპორტში ხუთი წუთით ადრე მივედით; that turkey will feed ten people with some to spare ეგ ინდაური ათ კაცს გააძღებს / ეყოფა და კიდევ დარჩება; to spare smb.'s blushes უხერხული / საჩოთირო მდგომარეობის ვინმესთვის თავიდან აცილება [იხ. აგრ. blush I 1]; spare the rod and spoil the child ანდ. შვილისთვის წკეპლას თუ არ გაიმეტებ, ბავშვს გააფუჭებო (ფიზიკური სასჯელის მომხრეთა არგუმენტი); to spare a glance at smb., smth. წიგნ. ვინმესთვის, რაიმესთვის შეხედვა; before leaving the old town, spare another glance at the tower სანამ ძველ ქალაქს დავტოვებდეთ, კიდევ ერთხელ შეავლეთ თვალი კოშკს.
|
|
|
|
|
|