Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

something I indefinite pronoun
[ʹsʌmθɪŋ]
Print

1. რაღაც; there's something in my eye თვალში რაღაც მაქვს ჩავარდნილი; wait a minute, I've forgotten something მოიცადე ერთი წუთი, რაღაც დამავიწყდა; I knew something terrible had happened ვიცოდი, რომ რაღაც საშინელი მომხდარიყო; there's something about this place that frightens me არის ამ ადგილში რაღაც ისეთი, რაც მაშინებს; I think there's something wrong with the phone ვფიქრობ, ტელეფონს რაღაც სჭირს / რაღაც აქვს გაფუჭებული;

2. რაიმე, რამე; say something თქვი რამე; we stopped for something to eat გავჩერდით, რათა რამე გვეჭამა; is there something you'd like to say? რამის / რისამე თქმა ხომ არ გინდა? don't just stand there, do something ეგრე ნუ დგახარ, ქენი რამე; would you like something else to drink? კიდევ რამეს ხომ არ დალევ? [შდრ. აგრ. ]; I should take something to read on the plane რამე უნდა წავიღო თვითმფრინავზე საკითხავად;

there is something in რაიმე ყურადღების / განხილვის ღირსია, დაფიქრებად ღირს; there is something in what your mother says დედაშენის ნათქვამი დაფიქრებად ღირს; დედაშენი რაღაცაში მართალია; people think I'm stupid because I think there's something in this alien business სულელად მთვლიან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაც არის ყურადღების ღირსი მთელ ამ საუბრებში / მითქმა-მოთქმაში უცხოპლანეტელთა შესახებ; twenty-something, thirty-something, forty-something, etc საუბ. დაახლოებით ოცსა და ოცდაათს, ოცდაათსა და ორმოცს, ორმოცსა და ორმოცდაათს და ა.შ. შორის; I'd guess she's thirty-something ვფიქრობ, იგი ოცდაათზე ცოტა მეტი / ოცდაათსა და ორმოცს შორის ასაკისა იქნება; a new comedy series is aimed at thirty-somethings ახალი კომედიური სერიალი ოცდაათი-ორმოცი წლის ასაკის მაყურებლებისთვის არის გამიზნული; or something საუბ. რაღაც ამდაგვარი, რაღაც ასეთი; "what's his job?" "I think he's a plumber, or something" "რა პროფესიისაა?" – "მგონი სანტექნიკოსია, თუ რაღაც ამდაგვარი"; you look like you just climbed a mountain or something ისე გამოიყურები, გეგონება ეს-ეს არის მთაზე ალპინისტური ასვლა მოგეხდინოს, თუ რაღაც ამდაგვარი; her name was Judith, or Julie, or something მას ჯუდითი თუ ჯული თუ რაღაც ამდაგვარი ერქვა; something like ა) რაღაც რისამე მსგავსი; a loganberry is something like a raspberry ლოგანის კენკრა რაღაც ჟოლოს მსგავსია / ჟოლოს ჰგავს; ბ) დაახლოებით; there were something like fifty applications დაახლოებით ორმოცდაათი განაცხადი იყო შეტანილი; to have something to do with ʘ რაიმესთან არის დაკავშირებული, რაღაც კავშირი აქვს რაიმესთან; რაიმეს შეეხება; this programme's something to do with the environment ამ პროგრამას გარემოს დაცვასთან აქვს რაღაც კავშირი; ეს პროგრამა გარემოს დაცვის საკითხებს შეეხება; something else საუბ. განსაკუთრებული / საუცხოო ვინმე ან რამე [შდრ. აგრ. 2]; I've seen some fine players, but she's something else კარგი მოთამაშეები ბევრი მინახავს, მაგრამ ეს გოგონა სულ სხვაა / რაღაც განსაკუთრებულია; the reaction from the crowd was something else ხალხის / აუდიტორიის რეაქცია რაღაც განსაკუთრებული რამ / გასაოცარი იყო; you really are something else! შენ ნამდვილად რაღაც განსაკუთრებული ხარ / სულ სხვა ხარ! really / quite / something საუბ. რაიმე შთამბეჭდავი ან ღირსშესანიშნავი; running your own company at 21 is really something 21 წლის ასაკში საკუთარი კომპანიის ქონა უბრალო რამე როდია; that was really something, wasn't it? მაგარი რამე იყო, არა? something of გარკვეულწილად, რამდენადმე; ცოტაოდენ, ოდნავ; Sir Roger, amidst all his good qualities, is something of a humorist სერ როჯერი, ყველა თავის დადებით თვისებასთან ერთად, ცოტა არ იყოს ოხუნჯიც გახლავთ; he was something of an expert at the game იგი ამ თამაშში რაღაც ექსპერტის მსგავსი იყო / საკმაოდ კარგად ერკვეოდა; he always was something of a moaner საერთოდ, წუწუნი უყვარს ხოლმე; the news came as something of a surprise ეს ახალი ამბავი გარკვეულწილად / რამდენადმე მოულოდნელი იყო.

somersault II something II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0164