1. მთლიანად დასველება (˂და˃ასველებს; ˂და˃სველდება), გალუმპვა; a sudden shower of rain soaked the spectators უეცარმა კოკისპირულმა წვიმამ მაყურებლები დაასველა / გალუმპა; police aimed water hoses at the marchers, soaking them პოლიციამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს შლანგებით წყალი მიასხა და ისინი ერთიანად დაასველა / გალუმპა; the dog came out of the river and shook itself, soaking everyone ძაღლი მდინარიდან ნაპირზე ამოვიდა, ბეწვი გაიბერტყა და ყველანი დაასველა; the sea, in which they soak every tide ზღვა, რომლისგანაც ისინი ყოველი მოქცევის დროს სველდებიან;
2. დალბობა (˂და˃ალბობს; ˂და˃ლბება), სითხეში ჩალბობა; სითხით გაჟღენთა; if you soak the tablecloth before you wash it, the stains should come out თუ სუფრას გარეცხვამდე წყალში ჩაალბობთ, ლაქები წესით უნდა მოსცილდეს; soak the bread in the milk პური რძეში ჩაალბე; I usually soak the beans overnight ჩვეულებრივ, ღამის განმავლობაში ლობიოს დასალბობად წყალში ვტოვებ ხოლმე; he left the pan in the sink to soak მან ტაფა სამზარეულოს ნიჟარაში ჩატოვა, რათა წყალი გასჯდომოდა; a spoonful of water in which a clove of garlic has soaked for half an hour ერთი კოვზი წყალი, რომელშიც ნივრის კბილი ერთი საათის განმავლობაში ლბებოდა; soak in a warm bath to relax ხატოვნ. დასამშვიდებლად თბილ აბაზანაში ჩაწექით;
3. (in(to), through) ჟონვა (ჟონავს); გა˂მო˃ჟონვა; შეჟონვა; blood has soaked through the bandage სისხლმა სახვევიდან / ბინტიდან გამოჟონა; cold water was soaking into my shoes ცივი წყალი ფეხსაცმელებში შემდიოდა;
4. საუბ. ზედმეტი ფულის გადახდევინება (
˂გადა
˃ახდევინებს), "გაყვლეფა"; he was accused of soaking his clients მას კლიენტებისთვის ზედმეტის გადახდევინებაში / კლიენტების გაყვლეფაში დასდეს ბრალი; taxes that soak the middle classes გადასახადები, რომლებიც
საზოგადოების საშუალო ფენებს ყვლეფს;
▭ to soak off წყალში და სხვ. დალბობით / ჩალბობით მოცილება (˂მო˃აცილებს) / მოშორება; put the bottle in soapy water to soak the label off ეტიკეტის მოსაშორებლად ბოთლი საპნიან წყალში ჩადეთ; to soak out = to soak off; to soak up სითხის შეწოვა (˂შე˃იწოვს), შესრუტვა; the earth soaks up rainwater მიწა წვიმის წყალს ისრუტავს; fry the potatoes until they soak up all the oil კარტოფილი მანამ წვით, სანამ მთელს ზეთს არ შეიწოვს; he used a towel to soak up the blood სისხლის ასამშრალებლად მან პირსახოცი გამოიყენა; children soak up language incredibly quickly ხატოვნ. ბავშვები ენას დაუჯერებლად სწრაფად "ისრუტავენ" / ითვისებენ.