Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

smell II verb
[smɛl]
Print
(smelt, უპირატ. ამერ. აგრ. smelled [-d])

1. 1) ამა თუ იმ სუნის ქონა (აქვს) / გამოცემა; ʘ ესა თუ ის სუნი უდის; this perfume smells of roses ამ სუნამოს ვარდის სუნი / არომატი აქვს; dinner smells good სადილს კარგი სუნი აქვს; it smells like rotten eggs ლაყე კვერცხის სუნია; his breath smelt of garlic პირიდან ნივრის სუნი ამოსდიოდა; it smells like a hoax to me ხატოვნ. ჩემი აზრით, ამას თაღლითობის სუნი უდის / ეს თაღლითობას ჰგავს [შდრ. აგრ. 2 3)];

2) ცუდი / უსიამოვნო სუნის ქონა (აქვს) / გამოცემა; ʘ ყარს; your feet smell ფეხებზე ცუდი სუნი გაქვს / გიდის; your running shoes really smell! შენს სპორტულ ფეხსაცმელებს / "ბოტასებს" საშინელი სუნი აქვს! it smells in here! აქ ცუდი სუნია / სიმყრალეა! the drains smell კანალიზაციის მილები ყარს;

2. 1) რისამე სუნის ˂შე˃გრძნობა (˂შე˃იგრძნობს, გრძნობს); ʘ რაიმეს იყნოსავს; can you smell gas? გრძნობ გაზის სუნს? I could still smell her perfume in the room ჯერაც ვგრძნობდი ოთახში მისი სუნამოს სუნს; the dog has smelt a rabbit ძაღლმა ბოცვრის სუნი იგრძნო / იკრა;

2) სუნის შეგრძნების უნარის / ყნოსვის ქონა (აქვს); I can't smell properly because I've got a cold გაცივებული ვარ / გრიპი მაქვს და სუნს კარგად ვერ ვგრძნობ; becoming deaf or blind or unable to smell დაყრუება, დაბრმავება ან სუნის შეგრძნების უნარის / ყნოსვის დაკარგვა; dogs can smell much better than humans ძაღლებს ადამიანებზე გაცილებით უკეთესი ყნოსვა აქვთ;

3) გადატ. ალღოთი რისამე გრძნობა (იგრძნობს) / მიხვედრა; ʘ რისამე სუნი იკრა; he smelt danger მან საფრთხე იგრძნო; I can smell trouble გული მიგრძნობს, რომ მოსალოდნელია პრობლემები / უსიამოვნება; he can smell out weakness in others სხვებში სისუსტეს ადვილად გრძნობს ხოლმე;

smell I smelly

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0470