1. გადარჩენა (გადაარჩენს), ხსნა, შველა; she saved the children from drowning მან ბავშვები დახრჩობას გადაარჩინა; to save smb. [smb.'s life] ვისიმე [ვისიმე სიცოცხლის] გადარჩენა; to save smb. from danger ვისიმე საფრთხისგან გადარჩენა / ხსნა; to save books from a fire წიგნების გადარჩენა ხანძრისგან; to save smb. from death [from disgrace] ვინმეს სიკვდილისგან [სირცხვილისგან] (და)ხსნა; they fought bravely to save their country ისინი გმირულად იბრძოდნენ თავის ქვეყნის გადასარჩენად; to save smb. from making a mistake ʘ იხსნა შეცდომის დაშვებისგან; they tried to save the wounded from being jolted ისინი ცდილობდნენ დაჭრილები აერიდებინათ ზედმეტი ნჯღრევისგან;
2. 1) დაზოგვა (˂და˃ზოგავს), გამოზოგვა, მომჭირნედ ხარჯვა; we'll save a lot of time if we go by car თუ მანქანით წავალთ, უამრავ დროს დავზოგავთ; he saved his strength for the end of the race ძალები რბოლის დასასრულისთვის გამოიზოგა; to save money ფულის დაზოგვა [იხ. აგრ. 2)];
2) (აგრ. up) შეგროვება (˂შე˃აგროვებს); გადადება, შენახვა (ფულისა); I'm saving up for a new car ახალი მანქანისათვის ვაგროვებ ფულს; to save (up) money ფულის გადადება / შეგროვება [იხ. აგრ. 1)]; he has never saved ფული არასოდეს გადაუნახავს, დანაზოგი არასდროს გაუკეთებია;
3. გადანახვა (˂გადა˃ინახავს); სამომავლოდ დატოვება; შე(მო)ნახვა; I'll be home late so please save me some dinner სახლში გვიან მოვალ და სადილი შემინახეთ / დამიტოვეთ; to save against a rainy day ფულის შავი დღისთვის შენახვა / გადანახვა; if you get to the concert first, please save me a seat თუ კონცერტზე პირველი მიხვალ(თ), ადგილი შემინახე(თ) / დამიკავე(თ); to save the apples for the children ვაშლების გადანახვა ბავშვებისთვის; he saved all her letters ყველა მისი წერილი ჰქონდა შენახული; to save one's best clothes for grand occasions საუკეთესო ტანსაცმლის საზეიმო დღესასწაულებისთვის შენახვა;
4. უსიამოვნო / რთული რამის თავიდან აცილება (ააცილებს) / აცდენა;
უსიამოვნო / რთული რამისგან დახსნა; thanks for sending that letter for me – it saved me a trip გმადლობთ წერილის გამოგზავნისათვის, ამან მე მგზავრობა თავიდან ამაცილა; God save you! ღმერთმა დაგიფაროს! God save us! ღმერთმა დაგვიფაროს! ღმერთო, დაგვიფარე! God save the King ღმერთო, დაიფარე მეფე!
5. რელ. ხსნა (იხსნის), ცხონება; to save sinners ცოდვილთა სულების ხსნა / ცხონება; to save one's soul საკუთარი სულის ცხონება; for we are saved by hope ბიბლ. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით;
6. იშვ. შენახვა (˂შე˃ინახება), ʘ არ ფუჭდება; food that will save პროდუქტები, რომლებიც ინახება / არ ფუჭდება;
7. კომპ. ინფორმაციისა და მისთ. შენახვა (˂შე˃ინახავს), დამახსოვრება, ჩაწერა (მეხსიერებაში, დისკზე და ა.შ.); don't forget to save before you close the file სანამ ფაილს დახურავთ, დამახსოვრება არ დაგავიწყდეთ;
8. სპორტ. დარტყმის ან ბურთის / შაიბის მოგერიება (˂მო˃იგერიებს), (კარის) გაშვებული გოლისაგან გადარჩენა (ითქმის მეკარის შესახებ); he saved three goals in the last 10 minutes of the match თამაშის ბოლო ათ წუთში სამი დარტყმა მოიგერია / სამჯერ იხსნა კარი გაშვებული გოლისაგან;
◇ to save one's bacon / hide, neck, skin / საუბ. საკუთარი ტყავის გადარჩენა; he lied in the court to save his skin მან სასამართლოში ტყუილი თქვა, საკუთარი ტყავი რომ გადაერჩინა; to save the day / the situation / მძიმე მდგომარეობიდან / სიტუაციიდან გამოსავლის მონახვა; to save (ones's) face ʘ სახელი არ გაიტეხა, ავტორიტეტი / ღირსება შეინარჩუნა; to save one's breath საუბ. საკუთარი დროის / ენერგიის და მისთ. დაზოგვა (უშედეგო / უაზრო საქმის კეთებისგან); I don't know why I speak to my daughter, I might as well save my breath არ ვიცი რა აზრი აქვს ჩემს ქალიშვილთან ლაპარაკს, სჯობს საკუთარი ნერვები დავზოგო; cannot / not able to / do smth. to save one's life საერთოდ არ იცის რაიმე; he can't swim to save his life საერთოდ არ იცის ცურვა; to save someone the trouble / the bother / (of doing smth.) ვინმეს მაგივრად რისამე გაკეთება (ვინმესთვის საქმის შემსუბუქების მიზნით); save it! ამერ. საუბ. კმარა! გეყოფა! to save oneself ა) თავის გადარჩენა; save yourselves! თავს უშველეთ! ბ) ძალების დაზოგვა (განსაკ. ითქმის სპორტსმენის შესახებ); to save oneself (for marriage) ქალწულობის დაცვა (ქორწინებამდე).