1. 1) ცურვა (˂მი˃ცურავს, ˂და˃ცურავს) ითქმის გემის და მისთ. შესახებ; to sail against the wind ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა; I stood at the window and watched the ships sailing by ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიცურავდნენ გემები;
2) გემით და სხვ. გამგზავრება (გაემგზავრება), მოგზაურობა;
3) გემის და მისთ. წაყვანა (წაიყვანს);
2. 1) ნარნარით სიარული, სვლა (დადის); ლივლივი; Jane sailed into the room ჯეინი ოთახში შემოსრიალდა; an eagle sailed through the azure sky ლაჟვარდოვან ცაში არწივი დალივლივებდა;
2) სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს) ამა თუ იმ მიმართულებით; ჩაქროლება; the ball sailed over the fence ბურთმა ღობეს გადაუფრინა;
◇ to sail close to the wind დიდ რისკზე წასვლა; ≅ ცეცხლთან თამაში; to sail through გამოცდის, ტესტის და ა.შ. იოლად / უპრობლემოდ ჩაბარება; to sail in the same boat ა) შეთანხმებულად მოქმედება; ბ) ʘ ერთ საქმეს ემსახურებიან, საერთო საქმით არიან დაკავშირებულნი; to sail one's own boat დამოუკიდებლად მოქმედება; to sail under false colours ა) ნამდვილი სახელის დამალვა, სხვისი გვარით ცხოვრება, სხვა ადამიანად თავის გასაღება; ბ) ჭეშმარიტი ჩანაფიქრის / განზრახვის დამალვა; თვალთმაქცობა.