1. ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანა (მოიყვანს); გასწორება; we righted the capsized boat გადაყირავებული ნავი გადმოვაბრუნეთ; she righted herself and picked up her bag ქალი წელში გაიმართა / გასწორდა და ჩანთა აიღო;
2. გამოსწორება (˂გამო˃ასწორებს); სამართლიანობის აღდგენა; to right an error შეცდომის გამოსწორება; to right injustice უსამართლობის აღმოფხვრა; to right a wrong სამართლიანობის აღდგენა;
3. მოწესრიგება (˂მო˃აწესრიგებს), წესრიგში მოყვანა; to right a room ოთახის დალაგება / მილაგება / მოწესრიგება;