1. 1) რისამე გადასინჯვა (გადასინჯავს); (რისამე) ხელახლა განხილვა, გაანალიზება (ხშ. ცვლილებების განხორციელების მიზნით); to review the situation სიტუაციის / ვითარების გაანალიზება; to review smb.'s conduct ვისიმე ქცევის განხილვა / განსჯა; the committee is reviewing its decision კომისია ამჟამად ხელახლა განიხილავს თავის გადაწყვეტილებას / თავისი გადაწყვეტილების გადასინჯვის პროცესშია;
2) წარსულში მომხდარი მოვლენის და ა.შ. გაანალიზება (˂გა˃აანალიზებს); წარსულისათვის და ა.შ. თვალის გადავლება; to review the past წარსულისათვის თვალის გადავლება; to review one's failures and triumphs საკუთარი მარცხებისა და წარმატებების გაანალიზება; საკუთარი მარცხებისა და წარმატებებისათვის თვალის გადავლება;
2. 1) წიგნის, ფილმის და ა.შ. მიმოხილვა (მიმოიხილავს); რეცენზირება; შეფასება; to review a book წიგნის რეცენზირება; the play was very well reviewed კრიტიკოსებმა პიესას ძალიან კარგი შეფასება მისცეს;
2) ʘ რეცენზიებს / მიმოხილვებს წერს; მიმომხილველია; რეცენზენტია; he reviews films for the Times იგი "ტაიმსისათვის" წერს რეცენზიებს ფილმებზე;
3. ამერ. განვლილი მასალის გამეორება (˂გა˃იმეორებს) განსაკ. საგამოცდოდ;
4. ამერ. ნაწერის და მისთ. შემოწმება (
˂შე
˃ამოწმებს);
5. წიგნ. ჯარის და ა.შ. დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს) აღლუმზე; აღლუმის მიღება;
6. იურ. გადაწყვეტილების და ა.შ. გადასინჯვა (გადასინჯავს) ჩვეულ. მაღლა მდგომი ინსტანციის მიერ.