1. 1) გამეორება (˂გა˃იმეორებს), კიდევ ერთხელ თქმა ან გაკეთება; he repeated the question მან შეკითხვა გაიმეორა; he was warned not to repeat his mistake იგი გააფრთხილეს, რომ შეცდომა აღარ გაემეორებინა; the team are hoping to repeat last year's success გუნდი იმედოვნებს შარშანდელი წარმატების მიღწევას / გამეორებას;
2) : to repeat oneself ერთი და იმავე რამის თქმა (იტყვის) ან გაკეთება; ერთი და იმავე აზრის და ა.შ. გამეორება (განსაკ. მომაბეზრებლად); avoid repeating yourself ეცადეთ არ განმეორდეთ;
2. რისამე კვლავ გამეორება (˂გა˃მეორდება) / მოხდომა; history repeats itself ისტორია მეორდება; will the bad weather of last winter repeat itself this year? წელს ნეტავ ისეთივე ცუდი ზამთარი იქნება, როგორიც შარშან იყო?
3. ზეპირად თქმა (იტყვის) / წარმოთქმა (ლექსისა, სიტყვისა და ა.შ.); მოთხრობა, მოყოლა; to repeat the poem from memory ლექსის ზეპირად თქმა;
4. რადიო- ან ტელეგადაცემის განმეორებით გადაცემა (გადასცემს) / ჩვენება; the series will be repeated in the autumn ეს გადაცემების ციკლი შემოდგომაზე განმეორდება / განმეორებით გავა ეთერში;
5. ამერ. ერთი და იმავე პირის მიერ უკანონოდ განმეორებით / რამდენჯერმე ხმის მიცემა (მისცემს) არჩევნებისას;
6. მოყოლა (˂მო˃ჰყვება); თქმა; გამეორება (სხვისი ნათქვამისა); please don't repeat what you've heard here to anyone გთხოვთ, არავის უთხრათ ის, რაც აქ გაიგეთ; the rumour has been widely repeated in the press ეს ამბავი / ჭორი ფართოდ გახმაურდა პრესაში;
7. საუბ. ამა თუ იმ საკვების მიღების შემდეგ პირში მისი გემოს ქონა (აქვს) / შეგრძნება (ბოყინის ან საჭმლის მოუნელებლობის გამო); ბოყინის გამოწვევა; that cucumber repeated on me for hours იმ კიტრის გემო რამდენიმე საათი მქონდა პირში;
8. ნათქვამისათვის ხაზის გასმა (˂გა˃უსვამს), ნათქვამზე ყურადღების გამახვილება; the claims are, I repeat, totally unfounded ვიმეორებ / ხაზს ვუსვამ, რომ პრეტენზიები სრულიად დაუსაბუთებელია / უსაფუძვლოა;
9. ამერ. მომდევნო წარმატების მიღწევა (˂მი˃აღწევს); ჩემპიონის ტიტულის ხელახლა მოპოვება;
10. ჩამოკვრა (ჩამოკრავს) ითქმის კურანტების შესახებ;
◇ smth. doesn't bear repeating ʘ ამის გამეორება არ შეიძლება, ამას ვერ გავიმეორებ (ნათქვამის უხამსობის გამო); smth. bears repeating ʘ გამეორების / ხაზგასმის ღირსია; to repeat the class / the grade / year კლასში ჩარჩენა.