1. ხელის შეწყობა (˂შე˃უწყობს), მხარის დაჭერა, დახმარება, წახალისება (რისამე განვითარებისა, ზრდისა, გავრცელებისა და მისთ.); to promote peace [reform] მშვიდობის შენარჩუნებისთვის / დაცვის საქმისთვის [რეფორმ˂ებ˃ის გატარებისთვის] ხელის შეწყობა; the Government is committed to promoting the development and use of public transport მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გამოყენებას; a meeting to promote trade between Turkey and the UK შეხვედრა, რომლის მიზანიცაა თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობის წახალისება / ვაჭრობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა; a campaign to promote recycling ნარჩენების უტილიზაციის / რეცირკულირების წასახალისებელი კამპანია; you don't have to sacrifice environmental protection to promote economic growth ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შესაწყობად სულაც არ არის საჭირო გარემოს დაცვაზე უარის თქმა; milk promotes growth რძე ზრდას უწყობს ხელს; a report recently suggested that sugary foods promote breast cancer ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ზედმეტად შაქრიანი კვების პროდუქტები მკერდის კიბოს განვითარებას / წარმოქმნას უწყობს ხელს; to promote a bill in Parliament პარლამენტში კანონპროექტის შეტანა და მისთვის მხარის დაჭერა; პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებისთვის ხელის შეწყობა; this politician promoted the idea of a classless society ეს პოლიტიკოსი უკლასო საზოგადოების იდეას უჭერდა მხარს / უწევდა პროპაგანდას;
2. რისამე გაყიდვისთვის / რეალიზაციისთვის ხელის შეწყობა (˂შე˃უწყობს), პოპულარიზება, რეკლამირება; a big advertising campaign to promote our new toothpaste დიდი სარეკლამო კამპანია ჩვენი ახალი კბილის პასტის პოპულარიზების მიზნით; advertising companies are always having to think up new ways to promote products სარეკლამო კომპანიებს გამუდმებით უხდებათ პროდუქტების გასაღებისთვის ხელის შეწყობის ახალი გზების მოფიქრება; the band is promoting their new album მუსიკალური ანსამბლი თავისი ახალი ალბომის პოპულარიზაციას / რეკლამირებას ეწევა; she's in Liverpool to promote her new book იგი ლივერპულში იმყოფება თავისი ახალი წიგნის პოპულარიზაციის / რეკლამირების მიზნით; the new face cream is being promoted as a miracle cure for wrinkles ახალ სახის კრემს რეკლამას უწევენ, როგორც ნაოჭების მოსაშორებელ სასწაულთმოქმედ საშუალებას;
3. მოწყობა (˂მო˃აწყობს), ორგანიზება (კონცერტისა, სპორტული ღონისძიებისა და მისთ.) [იხ. აგრ. promoter 3]; to promote a boxing match კრივის მატჩის ორგანიზება;
4. ჩვეულ. pass 1) (to)
სამსახურებრივად დაწინაურება (
˂და
˃აწინაურებს), უფრო მაღალ / უფრო მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადაყვანა; she worked hard and was soon promoted იგი თავდაუზოგავად მუშაობდა და მალე დააწინაურეს კიდევაც; if I'm not promoted within the next two years, I'm going to change jobs უახლოეს ორ წელიწადში თუ არ დამაწინაურეს, სამსახურს გამოვიცვლი / სხვა სამუშაოზე გადავალ; she's just been promoted to manager ცოტა ხნის წინ იგი დააწინაურეს და მენეჯერად დანიშნეს; a college course can help you find work or get promoted კოლეჯში კურსის გავლამ შეიძლება სამუშაო გაშოვნინოს ან სამსახურებრივი დაწინაურება მიგაღებინოს;
2) (to) სამხ. დაწინაურება (˂და˃აწინაურებს), უფრო მაღალი წოდების მინიჭება (სამხედრო მოსამსახურისთვის); he was promoted to sergeant იგი დააწინაურეს და სერჟანტის წოდება მიანიჭეს; he was promoted from corporal to sergeant კაპრალობიდან სერჟანტობამდე დააწინაურეს; this young army officer was promoted to (the rank of) captain ეს ახალგაზრდა ოფიცერი დააწინაურეს და კაპიტნის წოდება / კაპიტნობა მიანიჭეს;
3) (to) სპორტ. უფრო მაღალ ლიგაში / დივიზიონში და მისთ. გადაყვანა (გადაიყვანს) [შდრ. აგრ. relegate]; in 1980 they were promoted to the First Division 1980 წელს ეს გუნდი პირველ დივიზიონში გადავიდა; if Coventry City win this match, they'll be promoted to the Premier League თუ კოვენტრი სიტი ამ მატჩს მოიგებს, ეს გუნდი პრემიერ-ლიგაში გადავა;
4) (to) ამერ. მოსწავლის შემდეგ კლასში გადაყვანა (გადაიყვანს); the fifth graders did very well this year and all have been promoted to grade six წელს მეხუთეკლასელებმა სასწავლო პროგრამას კარგად გაართვეს თავი და ყველა მათგანი მეექვსე კლასში იქნა გადაყვანილი / გადავიდა;
5. ჭადრ. ფიგურაზე გადაცვლა (˂გადა˃ცვლის), ფიგურად გადაქცევა (მერვე ჰორიზონტალზე გასული პაიკისა); to promote a pawn to a piece მერვე ჰორიზონტალზე გაყვანილი პაიკის ფიგურაზე გადაცვლა.