Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

probe II verb
[prəʊb]
Print

1. (into) რისამე გამოკვლევა (˂გამო˃იკვლევს), გამორკვევა; გამოძიება; let others probe the mystery if they can დაე, სხვებმა გამოიკვლიონ ეს საიდუმლო, თუკი ძალუძთ; the more they probed into his background, the more inflamed their suspicions would become რაც უფრო მეტს იკვლევდნენ მის წარსულს, მით უფრო უმძაფრდებოდათ ეჭვები; she did not like the media probing into her past მას არ სიამოვნებდა ის, რომ მედია მისი წარსულის გამორკვევას ცდილობდა; police probed claims that he had sold drugs პოლიციამ გამოიძია / შეისწავლა განცხადებები იმის თაობაზე, რომ იგი ნარკოტიკებს ყიდდა; detectives questioned him for hours, probing for any inconsistencies in his story დეტექტივები მას მრავალი საათის განმავლობაში კითხავდნენ და ცდილობდნენ მის ნაამბობში რაიმე შეუსაბამობები / უზუსტობები ეპოვათ;

2. 1) მედ. ზონდით გასინჯვა (˂გა˃სინჯავს), ზონდირება (ჭრილობისა, ღრუსი, ორგანოსი); the doctor probed the wound for signs of infection ინფექციის ნიშნების გამოსავლენად ექიმმა ჭრილობა ზონდით გასინჯა;

2) სპეც. ზონდის მეშვეობით რისამე შესწავლა (შეისწავლის) / გამოკვლევა, ზონდირება;

3. ჯოხის და მისთ. შეხებით რისამე მოსინჯვა (˂მო˃სინჯავს) / მოჩხრეკა (რისამე საპოვნელად); ადგილის და მისთ. დათვალიერება / გაჩხრეკა; he probed the mud with a stick, looking for the ring he had dropped ბეჭედი დაუვარდა და მის საპოვნელად ჯოხით ტალახს სინჯავდა / ჩხრეკდა / ქექავდა; the bird was probing the mound with its bill ჩიტი გროვას ნისკარტით ქექავდა; I probed around for some time in the bushes დაკარგული ნივთის საპოვნელად ერთხანს ბუჩქებში ვაფათურებდი ხელებს; searchlights probed the night sky პროჟექტორების სხივები ღამის ცაზე მიმოდიოდა;

probe I probing

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0176