1. კერძო, პირადი, არასაზოგადოებრივი; პერსონალური, საკუთარი, ცალკე; you can't park here – this is private property აქ მანქანის დაყენება / პარკირება არ შეიძლება – ეს კერძო საკუთრებაა; private land კერძო მიწა; I caught him looking through my private papers მაშინ წავუსწარი, როდესაც ჩემს პირად საბუთებს / დოკუმენტებს ათვალიერებდა; each room has a balcony and a private bathroom თითოეულ ოთახს / ნომერს აივანი და ცალკე / საკუთარი სააბაზანო აქვს; the directors have their own private plane კომპანიის დირექტორებს თავისი საკუთარი / კერძო თვითმფრინავი ჰყავთ; he made some notes for his private use მან რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა პირადი / ინდივიდუალური სარგებლობისთვის; private income / means / დამოუკიდებელი შემოსავალი (სარენტო, საპროცენტო და მისთ.);
2. კერძო, პრივატული, დამსწრეთა ვიწრო წრისთვის განკუთვნილი (ითქმის საუბრის, შეხვედრის და მისთ. შესახებ); a private conversation კერძო / პრივატული საუბარი; senior defence officials held private talks თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლებმა დახურული მოლაპარაკებები გამართეს; a private showing of a film ფილმის დახურული ჩვენება; I need to have a private discussion with you მინდა კერძო / პრივატულ ვითარებაში მოგეთათბირო; are you alone? I just wanted a private word მარტო ხარ? მინდოდა დამსწრეთა გარეშე დაგლაპარაკებოდი; the door is marked "Private" კარზე წარწერაა: "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია"; a private joke მხოლოდ მეგობართა, ოჯახის წევრთა ვიწრო წრისათვის / ახლობელთათვის გასაგები ხუმრობა;
3. პირადი, პირადული, კერძო; კონფიდენციალური, საიდუმლო; her private thoughts and feelings მისი პირადული / ფარული ფიქრები და გრძნობები; I don't like the way newspapers snoop into people's private lives არ მიყვარს, როგორ ყოფენ ცხვირს გაზეთები ადამიანთა პირად ცხოვრებაში; don't read that – it's private არ წაიკითხო, ეს პირადულია / კონფიდენციალურია; this is a private matter – it doesn't concern you ეს პირადული / კონფიდენციალური საქმეა და შენ არ გეხება; although I support the project in public, my private opinion is that it will fail მიუხედავად იმისა, რომ პროექტს საჯაროდ მხარს ვუჭერ, გულში ვფიქრობ / ჩემი პირადი აზრია, რომ იგი წარუმატებელი იქნება;
4. კერძო, არასახელმწიფოებრივი,
სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი; private banks [companies] კერძო ბანკები [კომპანიები]; a private doctor [dentist] კერძო ექიმი [სტომატოლოგი / დანტისტი]; treatment in government hospitals is free, but if you go to a private hospital you must pay სახელმწიფო საავადმყოფოებში მკურნალობა უფასოა, მაგრამ თუ კერძო საავადმყოფოში მიხვალ, ფული უნდა გადაიხადო; banks should be supporting small private businesses ბანკებმა მხარი უნდა დაუჭირონ მცირე კერძო საწარმოებს; Brazil says its constitution forbids the private ownership of energy assets ბრაზილიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ენერგორესურსების კერძო მფლობელობას კრძალავს; if I can afford it, I think I'll go private თუ ფული მეყო, ალბათ კერძო სამედიცინო მომსახურებით ვისარგებლებ;
5. 1) არაოფიციალური, არასამსახურებრივი, კერძო (ითქმის თანამდებობის, ორგანიზაციის და მისთ. შესახებ); the president is paying a private visit to Europe პრეზიდენტი არაოფიციალური / კერძო ვიზიტით სტუმრობს ევროპას; the paintings were gathered from museums and private collections გამოფენისთვის ნახატები მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან შეაგროვეს;
2) კერძო, ოფიციალური / სახელმწიფო თანამდებობა რომ არ უკავია (ითქმის ადამიანის შესახებ); the President attended the funeral as a private citizen პრეზიდენტი დაკრძალვას კერძო / რიგითი მოქალაქის რანგში დაესწრო; the painting was sold to a private collector ნახატი კერძო კოლექციონერს მიჰყიდეს; seven police and three private individuals needed medical attention შვიდ პოლიციელსა და სამ კერძო პირს სამედიცინო დახმარება დასჭირდა;
6. 1) განმარტოებული, მყუდრო, არახალხმრავალი (ითქმის ადგილის შესახებ); this place is quiet and private ეს ადგილი წყნარი და განმარტოებულია / მყუდროა; is there somewhere private where we can talk? აქ რაიმე განმარტოებული / წყნარი ადგილი არ მოიძებნება, სადაც შეიძლება ვისაუბროთ? why don't we go upstairs where it's more private? არ აჯობებს, ზედა სართულზე ავიდეთ, სადაც უფრო პრივატული სიტუაციაა / სადაც ხელს არავინ შეგვიშლის?
2) განმარტოებული, მარტო მყოფი, ხელს რომ არავინ უშლის (ითქმის ადამიანის შესახებ); there's no place to be private ისეთ ადგილს ვერსად ნახავ, სადაც მარტოს დაგტოვებენ / სადაც ხელს არავინ შეგიშლის;
7. განმარტოების მოყვარული; გულჩათხრობილი (ითქმის ადამიანის შესახებ); she's a very private person იგი ძალზე გულჩათხრობილი ადამიანია; they were very private people, with almost no friends ისინი ძალზე კარჩაკეტილი ადამიანები იყვნენ, რომელთაც მეგობრები თითქმის არ ჰყავდათ;
8. სამხ. რიგითი (ითქმის ჯარისკაცის შესახებ); a private soldier რიგითი ჯარისკაცი.