Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

previous adjective
[ʹpri:vɪəs]
Print

1. 1) წინა, წინანდელი, ადრინდელი; the previous owner of the house had built an extension on the back სახლის წინა / ადრინდელ მფლობელს უკანა მხრიდან ფლიგელი მიეშენებინა; no previous experience is necessary for this job ამ სამუშაოსათვის წინა გამოცდილება აუცილებელი არ არის; he has two daughters from a previous marriage წინა ქორწინებიდან მას ორი ქალიშვილი ჰყავს;

2) წინა, წინამავალი; I couldn't believe it when I heard the news. I'd only seen him the previous day ვერ დავიჯერე, როდესაც ეს ამბავი გავიგე. იგი სწორედ წინა დღეს მყავდა ნანახი; it was a surprisingly dry day after the rain of the previous week საოცრად მშრალი დღე იდგა წინა კვირის წვიმის შემდეგ; the previous year ა) წინა წელი; ბ) წინა წელს;

2. შესიტყვებებში: previous to წიგნ. რისამე წინ, რაიმეზე ადრე; previous to this, she'd always been well აქამდე / ამ მომენტამდე იგი სულ კარგად იყო ხოლმე; women are now in a majority on the committee, although previous to 1976 there were no women members at all ახლა ამ კომიტეტში უმრავლესობას ქალები შეადგენენ, არადა 1976 წლამდე ქალი წევრები მასში საერთოდ არ იყვნენ.

preview II previously

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0533