Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

prevail verb
[prɪʹveɪl]
Print

1. (in, among) ʘ ჭარბობს, უპირატესად გავრცელებული ან მიღებულია; პრევალირებს; we were horrified at the conditions prevailing in local prisons შეგვაძრწუნა ადგილობრივ ციხეებში არსებულმა პირობებმა; the use of guns prevails among the gangs in this area ამ რაიონის ბანდებში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული; those beliefs still prevail among certain social groups მსგავსი შეხედულებები ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულია / პრევალირებს ზოგიერთ სოციალურ ჯგუფებში;

2. (against, over) წიგნ. 1) რაიმეზე გამარჯვება (˂გა˃იმარჯვებს), რისამე დაძლევა (ითქმის იდეის, თვალსაზრისის, პრინციპის და მისთ. შესახებ); justice will prevail over tyranny სამართლიანობა ტირანიას დასძლევს; fortunately, common sense prevailed საბედნიეროდ, საღმა აზრმა გაიმარჯვა; political and personal ambitions are starting to prevail over economic interests პოლიტიკური და პირადი ამბიციები თანდათან სძლევს ეკონომიკურ ინტერესებს;

2) ვისიმე, რისამე დაძლევა (˂და˃სძლევს), დამარცხება (ითქმის ადამიანის შესახებ); he appears to have the votes he needs to prevail როგორც ჩანს, მას არჩევნებში გასამარჯვებლად საკმარისი ხმები აქვს მიღებული; I do hope he will prevail over the rebels დიდი იმედი მაქვს, რომ იგი მეამბოხეებს დაამარცხებს; your inner strength will enable you to prevail over life's obstacles შენი შინაგანი ძალა ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს დაგაძლევინებს;

to prevail on = to prevail upon;

to prevail upon დარწმუნება (˂და˃არწმუნებს), რაიმეზე დაყოლიება; I'm sure he could be prevailed upon to give a talk დარწმუნებული ვარ, შეიძლება მისი დათანხმება იმაზე, რომ სიტყვით გამოვიდეს; we must, each of us, prevail upon our congressman to act ყველამ ერთად უნდა დავარწმუნოთ ჩვენი კონგრესმენი, იმოქმედოს / რაიმე იღონოს; he was eventually prevailed upon to accept the appointment ბოლოს და ბოლოს, იგი ამ თანამდებობის მიღებაზე / ამ თანამდებობაზე მის დანიშვნაზე დაიყოლიეს.

pretzel prevailing

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0560