საუბ.
1. მდიდრული, ფეშენებელური, მოდური; ძვირად ღირებული; პირველხარისხოვანი, ჩინებული; ელეგანტური, მოხდენილი; a posh hotel ფეშენებელური / ძვირად ღირებული სასტუმრო; you look very posh in your new suit შენს ახალ კოსტიუმში ძალიან ელეგანტურად / მოხდენილად გამოიყურები; we had a posh time of it down there ჩვენ იქ ჩინებული დრო გავატარეთ;
2. აგრ. კიცხვ. მაღალი წრისა, მაღალი საზოგადოებისა, საზოგადოების მაღალ კლასთან დაკავშირებული; არისტოკრატიული; a posh accent [voice] მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი / "არისტოკრატიული" აქცენტი [ხმა]; they live in the posh part of town ისინი ქალაქის არისტოკრატიულ უბანში ცხოვრობენ;
◇ too posh to push საუბ. ხუმრ. ბუნებრივ მშობიარობას თავს რომ არიდებს, საკეისრო კვეთის გაკეთებას რომ ამჯობინებს (ითქმის საზოგადოების მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალის შესახებ).