1. მკვეთრი ხმა / ბგერა (გასროლის ან მცირე აფეთქების მსგავსი); ტკაცანი; არახმამაღალი ბრახუნი; the cork came out of the bottle with a loud pop საცობი ბოთლიდან ხმამაღალი ტკაცანით ამოვარდა; the common pops of the squibs and crackers პეტარდებისა და შუშხუნების ტკაცატკუცი / ჭახაჭუხი; the first shots sounded, faint dry pops like bursting cartons გაისმა პირველი გასროლები, სუსტი ტკაცუნი, მუყაოს კოლოფების გასკდომის ხმას რომ მოგაგონებდა [შდრ. აგრ. 2 1)];
2. 1) გასროლა (ცეცხლსასროლი იარაღიდან ); one of the choppers just below us took a rocket. We were taking pops ourselves ჩვენზე ოდნავ ქვემოთ ერთ-ერთ შვეულმფრენს რაკეტა მოხვდა. ჩვენც გვესროდნენ;
2) სლ. პისტოლეტი;
3. საუბ. ცდა, მცდელობა (რისამე გაკეთებისა); to have a pop at goal კარში დარტყმის მოსინჯვა; გოლის გატანის ცდა;
4. საუბ. კრიტიკა, გაკრიტიკება; to take a pop at smb. ვისიმე
საჯაროდ გაკრიტიკება; when you're a professional footballer, you expect people to take a pop at you now and again როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, მზად უნდა იყო იმსათვის, რომ წარამარა გაგაკრიტიკებენ;
5. საუბ. "შუშხუნა", უალკოჰოლო ტკბილი გაზიანი სასმელი; ≅ ლიმონათი (აგრ. ამერ. soda).