Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

place II verb
[pleɪs]
Print

1. დადება (˂და˃დებს); მოთავსება, ადგილის მიჩენა; განლაგება; დალაგება, დაწყობა (განსაკ. ფრთხილად, გულდასმით); he placed his hand on her shoulder მან ქალს მხარზე ხელი დაადო; she placed the letter in front of me მან წერილი წინ დამიდო; he folded it in his handkerchief and placed it in the inside pocket of his jacket მან ნივთი თავის ცხვირსახოცში გაახვია და ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო; a bomb had been placed under the seat სავარძლის ქვეშ ბომბი იყო ჩადებული / დამონტაჟებული; the parking areas in the town are few, but strategically placed ამ ქალაქში ცოტა ავტოსადგომია, მაგრამ ისინი სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილებშია განლაგებული; chairs were hastily placed in rows for the parents მშობლებისთვის ნაჩქარევად დააწყვეს / დადგეს რიგ-რიგად სკამები;

2. ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩაყენება (˂ჩა˃აყენებს) / მოქცევა; to place smb. in command ხელმძღვანელად / მეთაურად ვისიმე დანიშვნა; to place smb. under arrest ვისიმე დაპატიმრება; this places me in a very difficult position ეს მე ძალზე რთულ მდგომარეობაში მაყენებს; children must not be placed at risk ბავშვები საფრთხეში არ უნდა ჩავაგდოთ; some areas of the city have been placed under curfew ქალაქის ზოგიერთ რაიონში კომენდანტის საათია დაწესებული;

3. 1) (on) მინიჭება (˂მი˃ანიჭებს), მიცემა (მნიშვნელობისა და მისთ.); great emphasis is placed on education დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას; she placed the emphasis on the word "soon" მან ხაზი გაუსვა სიტყვას "მალე"; he places a high value on punctuality იგი დიდად აფასებს პუნქტუალურობას; they place a lot of importance on qualifications ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კვალიფიკაციას / გამოცდილებას;

2) (on, in) დაკისრება (˂და˃აკისრებს), დადება (პასუხისმგებლობისა, მოვალეობისა, ბრალისა და სხვ.); იმედის, მოლოდინის და სხვ. დამყარება (ვინმეზე, რაიმეზე); the job places great demands on me ეს სამუშაო ძალზე დიდ მოთხოვნებს მიყენებს / სერიოზულ მოვალეობებს მაკისრებს; please don't try to place the blame on me for the accident თუ შეიძლება, ნუ ცდილობ ავარიის გამო პასუხისმგებლობა მე დამაკისრო / ავარიაში მე დამადანაშაულო; his government is placing its faith in international diplomacy მისი მთავრობა იმედს საერთაშორისო დიპლომატიაზე ამყარებს; a man, upon whose sagacity he could place full reliance კაცი, რომლის საზრიანობასაც იგი სრულად შეიძლებოდა ნდობოდა; no confidence could be placed in any of the twelve judges თორმეტი მსაჯულიდან არც ერთზე არ შეიძლებოდა ნდობის დამყარება / არც ერთის ნდობა არ შეიძლებოდა;

place I placebo

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0570