1. 1) ორმო; ღრმული, ჩაღრმავებული ადგილი (მიწაში); we dug a deep pit in the yard ეზოში ღრმა ორმო ამოვთხარეთ;
2) სამხ. სანგარი; gun pit საარტილერიო ქვემეხის სანგარი; individual pit ინდივიდუალური სასროლი სანგარი;
2. სამთ. 1) მაღარო, შახტი; კარიერი; coal pit ქვანახშირის მაღარო / შახტი; chalk [gravel] pit ცარცის [ხრეშის] კარიერი;
2) ჭაური;
3. 1) ანატ. ფოსო, მომცრო ღრმული / ჩაღრმავება;
2) ნაყვავილარი, ყვავილის, აგრ. მსგავსი დაავადების გადატანის შემდეგ დარჩენილი ნაჩვრეტი (კანზე);
3) ამერ. საუბ. = armpit;
4. ბოტ. ფორი; bordered pit გარემოიანი ფორი, რთული ფორი;
5. ავტ. 1) (უპირატ. pl the pits, ამერ. the pit) სპორტ. ამა თუ იმ გუნდის ბოქსის მიმდებარე ტერიტორია ტრასაზე (რბოლის დროს ბორბლების გამოსაცვლელად, საწვავის შესავსებად და ა.შ.) [იხ. აგრ. pit stop];
2) სარემონტო / სათვალიერებელი ორმო (აგრ. repair pit);
6. საორკესტრო ორმო (აგრ. orchestra pit);
7. ამერ. სასაქონლო ბირჟის სექცია, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის გასაყიდადაა გამოყოფილი; wheat pit ხორბლის ბირჟა, ხორბლის ყიდვა-გაყიდვის სექცია (ბირჟის შენობაში);
◇ bottomless pit ჯოჯოხეთი, ქვესკნელი, გეენა, მოუსავლეთი, ბნელეთი; to dig a pit for smb. ʘ სამარეს / ორმოს უთხრის ვინმეს; to be the pits საუბ. ʘ ძალიან ცუდია, ყველაზე უარესია; საშინელია, საძაგელია, აუტანელია; this place is the pits! საშინელი / აუტანელი ადგილია! the pit of one's / the / stomach ა) გულის კოვზი; ბ) ≅ გული; გულ-მუცელი; he had a sudden sinking feeling in the pit of his stomach ≅ მას უეცრად უსიამოვნო წინათგრძნობამ გაჰკრა გულში; მას უეცრად გული თითქოს ფეხებში წაუვიდა.