1. 1) სროლა (ისვრის), ტყორცნა (დამიზნებით);
2) მოსროლა (˂მო˃ისვრის), გადასროლა, გადაგდება; he crumpled the page up and pitched it into the fireplace მან ფურცელი დაჭმუჭნა და ბუხარში შეუძახა;
3) სპორტ. ბურთის მოწოდება (˂მო˃აწოდებს) ბეისბოლი, კრიკეტი;
4) სპორტ. ბურთის ჰაერში / მაღლა ასროლა (აისვრის) / აგდება (გოლფი);
2. მოწყვეტით დაცემა (˂და˃ეცემა), დავარდნა; the skier lost his balance and pitched into a snowdrift მოთხილამურემ წონასწორობა დაკარგა და თოვლის ნამქერში ჩავარდა;
3. ზღვ., ავ. განივი ღერძის მიმართ რწევა (ირწევა) / ქანაობა; ცხვირის აწევა და დაწევა;
4. ამა თუ იმ დონისათვის განსაზღვრა (განსაზღვრავს);
ამა თუ იმ დონის დაწესება; he pitched his speech to the teenagers in the audience კაცი ცდილობდა, რომ მოზარდი მსმენელებისათვის გასაგებად ესაუბრა; to pitch an estimate too low მეტისმეტად დაბალი შეფასების მიცემა; they have pitched their prices too high მეტისმეტად მაღალი ფასები დააწესეს / დაადეს; she was pitching her hopes too high მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებდა (
რაიმეზე);
5. საუბ. 1) რისამე ქება (აქებს), რეკლამირება (გასაღების მიზნით); რისამე გასაღების / გაყიდვის მცდელობა; representatives went to Japan to pitch the company's newest products კომპანიის წარმომადგენლები უახლესი პროდუქციის გასაღების მიზნით იაპონიაში გაემგზავრნენ;
2) საუბარი (საუბრობს), აგიტაციის გაწევა (ვინმესთან საქმიანი შეთანხმების მიღწევის და მისთ. მიზნით); they showed up on local TV to pitch their views ისინი ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებების პოპულარიზაციას;
6. 1) უპირატ. მუს. გარკვეული სიმაღლის / ტონის / ტონალობის მიცემა (მისცემს) ან ქონა; to pitch one's voice higher [lower] ხმის აწევა [დაწევა]; the song is pitched too high for my voice ეს სიმღერა ჩემი ხმისთვის ძალზე მაღალ ტონალობაშია;
2) (რაიმესთვის) გარკვეული ელფერის მიცემა (მისცემს) / მინიჭება; the conversation was pitched in a minor key საუბარი ნაღვლიანად / მინორულად წარიმართა;
7. დადგმა (˂და˃დგამს), გაშლა (კარვისა და სხვ.); we pitched our tents in a small field ჩვენი კარვები პატარა მინდორზე გავშალეთ;
8. სპეც. 1) დახრა (˂და˃ხრის), დახრილობის / ქანობის მინიჭება;
2) ʘ დაქანებულია, დაფერდებულია; ეშვება;
9. გზის ქვით / ფილებით მოკირწყვლა (˂მო˃კირწყლავს), ქვაფენილის დაგება;
10. ბანქ. 1) ამა თუ იმ ფერის კოზირად გამოცხადება (˂გამო˃აცხადებს) ამ ფერის კარტის ჩამოსვლით;
2) ჩამოსული კარტის ფერისაგან განსხვავებული ფერის კარტის (გარდა კოზირისა) ჩამოსვლა (ჩამოვა);
▭ to pitch in 1) საუბ. შე˂მო˃ერთება (შე˂მო˃უერთდება) მონაწილის და მისთ. სახით; გაერთიანება, ერთობლივად / მხარდამხარ მოქმედება; if we all pitch in, we'll have it finished in no time ერთობლივად თუ ვიმოქმედებთ, ამ საქმეს ძალიან მალე გავართმევთ თავს;
2) ფულის და მისთ. შეწირვა (˂შე˃სწირავს) / გაღება; we all pitched in $10 to buy her a gift მისი საჩუქრისთვის ათ-ათი დოლარი დავდევით;
to pitch into საუბ. 1) ვინმეზე თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმება), იერიშის მიტანა, შეტევა; fearlessly he pitched into his attackers თავდამსხმელებს უშიშრად შეუტია;
2) ვისიმე გაკრიტიკება (˂გა˃აკრიტიკებს), გაკიცხვა;
3) სამუშაოს და მისთ. ენერგიულად შედგომა (შეუდგება); I rolled up my sleeves and pitched into cleaning the kitchen მკლავები ავიკაპიწე და ენერგიულად შევუდექი სამზარეულოს დალაგებას;
to pitch up საუბ. სადმე უეცრად / მოულოდნელად ან დაგვიანებით გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება) / მოსვლა;
◇ to pitch a yarn / a story / to smb. საუბ. ვინმესთვის ტყუილების / ზღაპრების მოყოლა.