Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

pile² II verb
[paɪl]
Print

1. ერთმანეთზე დაწყობა (˂და˃აწყობს; ˂და˃ეწყობა) / დალაგება; გროვად დაყრა / დახვავება; დასტებად / შტაბელებად დაწყობა (აგრ. to pile up); to pile logs on each other მორების დაშტაბელება / დათაკარავება; to pile arms თოფების ერთმანეთზე ლულებით მიყუდება [შდრ. აგრ. pile up 1)]; the room was piled high with boxes ოთახი ყუთებით იყო სავსე / გადაჭედილი; the clothes were piled high on the chair სკამზე ტანსაცმელი გროვად ეყარა; wind piled up snow against the walls ქარმა კედლებს თოვლის ნამქერი მიაყარა;

2. დაყრა (˂და˃ყრის); დახვავება; ჩაყრა (აგრ. to pile on, to pile upon, to pile into); he piled his plate with food თეფშზე საჭმელი დაიხვავა; she piled her clothes into the suitcase ქალმა თავისი ტანსაცმელი ჩემოდანში ჩაყარა;

3. საუბ. ჯგროდ გადაადგილება (˂გადა˃ადგილდება); ჯგროდ ასვლა / ჩამოსვლა (ტრანსპორტიდან და ა.შ.); შეცვივნა, გამოცვენა და ა.შ.; to pile into a car ʘ მანქანაში ჩავცვივდით; as it was raining the children came piling in რადგანაც წვიმდა, ბავშვები სახლში ჯგროდ შემოცვივდნენ;

to pile on სწრაფად გაზრდა (˂გა˃ზრდის; ˂გა˃იზრდება) / მომატება; გაძლიერება; the weight just piled on while I was on a holiday შვებულების დროს წონაში სწრაფად მოვიმატე; to pile on the pressure ზეწოლის გაზრდა / გაძლიერება;

to pile up 1) დაგროვება (˂და˃აგროვებს; ˂და˃გროვდება), მოგროვება; გაზრდა; work always piles up at the end of the year წლის ბოლოსათვის ჩვეულებრივ ბევრი სამუშაო გროვდება; to pile up arms იარაღის დაგროვება, შეიარაღების გაზრდა [შდრ. აგრ. 1];

2) შეჯახება (˂შე˃ეჯახება), შეტაკება, ʘ ავარია განიცადა (ითქმის რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ); vehicles piled up in the centre ქალაქის ცენტრში რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს;

3) ზღვ. გემის მეჩეჩზე დასმა (დასვამს; ˂და˃ჯდება), გემის დამსხვრევა; he piled up the steamer on the sands მან გემი მეჩეჩზე დასვა; the ship piled up on the reefs გემი რიფებზე დაიმსხვრა;

4) მანქანის, თვითმფრინავის და ა.შ. დამტვრევა (˂და˃ამტვრევს), დამსხვრევა (ავარიის შედეგად);

to pile it on რისამე გაზვიადება; to pile on the agony / the gloom / საუბ. ვითარების დრამატიზება / დაძაბვა / გართულება; ცეცხლზე ნავთის დასხმა.

pile² I pile³

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0073