1. 1) პერიოდი, დროის მონაკვეთი; ვადა; lasting for a period of three months სამი თვის განმავლობაში რომ გრძელდება; within the agreed period შეთანხმებულ ვადებში; they visited us for a short period ისინი მცირე ხნით გვესტუმრნენ; fixed period დადგენილი / განსაზღვრული ვადა / დროის მონაკვეთი; at this period of the year წლის ამ დროს; period of rest დასვენების დრო / საათი; შესვენება; a trial period გამოსაცდელი ვადა; free period ა) ინდივიდუალური / დამოუკიდებელი მეცადინეობის საათი (სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული); ბ) "ფანჯარა" გაკვეთილების ცხრილში (მასწავლებლისა) [იხ. აგრ. 8 1)];
2) სტადია; periods of a disease დაავადების სტადიები; the period of incubation საინკუბაციო პერიოდი;
3) გაკვეთილი, მეცადინეობა; a history period ისტორიის გაკვეთილი;
2. ეპოქა, ხანა, ერა, დრო; the period of the Revolution რევოლუციის ეპოქა; the costume of the period იმ (ან ჩვენი) ეპოქის კოსტიუმი; period of change ცვლილებების ხანა; catchwords of the period გარკვეული ეპოქისათვის დამახასიათებელი მოდური სიტყვები; the girl of the period თანამედროვე გოგონა; sentiments of the period მოცემული ეპოქისათვის დამახასიათებელი გრძნობები / ემოციები; out of the period ანაქრონისტული, ანაქრონიზმისა;
3. გრამ. 1) რთული დასრულებული წინადადება, პერიოდი;
2) ფრაზა; well-rounded periods დასრულებული / მწყობრი ფრაზები;
4. 1)
ამერ. წერტილი; პაუზა წინადადების ბოლოს;
2) მოძვ. დასასრული, დასრულება; to put a period to smth. რისამე დამთავრება, რაიმესათვის ბოლოს მოღება / წერტილის დასმა;
5. pl მაღალფარდოვანი მეტყველება, რიტორიკა;
6. ხშ. pl ფიზიოლ. მენსტრუაცია, თვიური;
7. მძიმე, წერტილი (რიცხვის მთელი ნაწილის მეათედისაგან და მისთ. გამომყოფი ნიშანი);
8. 1) ფიზ. პერიოდი (რხევებისა და მისთ.); free period თავისუფალ რხევათა პერიოდი [იხ. აგრ. 1 1)]; with a frequency of 800 periods per second წამში რვაასი პერიოდის სიხშირით;
2) სპეც. ციკლი; transformation period ა) ნახევრად დაშლის პერიოდი; ბ) გარდაქმნის / ტრანსფორმაციის პერიოდი; combustion period რაკეტული ძრავას მუშაობის პერიოდი; აქტიური ფრენის პერიოდი; wave period ტალღის პერიოდი; circular orbit period დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის წრიული ორბიტის პერიოდი;
9. გეოლ. პერიოდი; ეპოქა; Silurian period სილურული პერიოდი / სისტემა;
10. მუს. პერიოდი;
11. სპორტ. თამაშის პერიოდი (შაიბიანი ჰოკეი და სხვ.); overtime period დამატებითი დრო, ოვერტაიმი;
12. ზედს. მნიშვნ. გარკვეული ისტორიული პერიოდისა, გარკვეული ისტორიული პერიოდისათვის დამახასიათებელი; period play [novel] ჩვეულებათა კომედია [რომანი]; period house ძველი სახლი; period film ისტორიული კინოფილმი; period furniture სტილური / ამა თუ იმ პერიოდის ავეჯი; period room ძველებური ავეჯით გაწყობილი ოთახი; period contract იურ. გრძელვადიანი ხელშეკრულება;
13. შორისდ. მნიშვნ. უპირატ. ამერ. მორჩა! მორჩა და გათავდა! he'll have to do what I tell him, period! ის იმას გააკეთებს, რასაც ვეტყვი, მორჩა და გათავდა!