1. ხალხი, ერი; the French people ფრანგი ხალხი, ფრანგები; English-speaking peoples ინგლისურენოვანი / ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხები; a warlike people მეომარი / მებრძოლი ხალხი; let my people go ბიბლ. გაუშვი ჩემი ხალხი;
2. კრებ. 1) ადამიანები, ხალხი; young [old] people ახალგაზრდები [მოხუცები]; common people უბრალო ხალხი; society people საერო პირები, ერისკაცობა; many people ბევრი / დიდძალი ხალხი; we don't see many people here აქ იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს; there were five people in the room ოთახში ხუთი კაცი იყო; who are these people? ვინ არის ეს ხალხი? most people ხალხის უმრავლესობა; the people at large საზოგადოება; government of / for, by / the people ხალხის ძალაუფლება; თვით ხალხის მიერ განხორციელებული ძალაუფლება; ძალაუფლება ხალხისთვის; a man of the people ა) უბრალო ხალხის შვილი; ბ) უბრალო ხალხის აზრის გამომხატველი პოლიტიკოსი; to be of the people ʘ უბრალო / მდაბიური წარმოშობისაა; rising of the people სახალხო ამბოხება; people say ამბობენ; people's car "სახალხო ავტომობილი", იაფი ღირებულების მცირელიტრაჟიანი მსუბუქი ავტომანქანა (განსაკ. გერმანული "ფოლკსვაგენი" და ინდური "ტატა ნანო" );
2) მოსახლეობა, მცხოვრებლები; the people of London ლონდონის მოსახლეობა;
3. 1) (ჩვეულ. იხმ. კუთვნილებით ნაცვალსახელთან ერთად) ზმნ. მრ. რ. საუბ. ნათესავები; მშობლები; my people are abroad ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან; how are all your people? როგორ არიან თქვენები? my wife's people ჩემი ცოლის ნათესავები; I must introduce you to my people ჩემი ოჯახი უნდა გაგაცნოთ;
2) საუბ. სტუმრები, მეგობრები; I'm having people to dinner სადილად სტუმრებს ველოდები;
4. კრებ. 1) მუშაკები; მსახურები; ხელქვეითები; an employer and his people დამქირავებელი / მეპატრონე და მომსახურე პერსონალი; a farmer and his people ფერმერი და მუშები; an officer and his people ოფიცერი და ჯარისკაცები;
2) სამწყსო, მრევლი; the priest and his people მღვდელი და მისი სამწყსო;
5. ამერ. სლ. ადამიანი, კაცი (მიმართვისას); hello people! გამარჯობა!
6. 1) (the People) ამერ. იურ. სახელმწიფო / შტატი, როგორც ბრალმდებელი მხარე სასამართლო პროცესზე; People versus / against / N. ამა თუ იმ შტატის საზოგადოება N.-ის წინააღმდეგ; to appear for / on behalf of / the People ბრალდების სახელით / პროკურორის სახით გამოსვლა;
2) უპირატ. ამერ. პოლიტ. ამომრჩევლები, ელექტორატი; to appeal to the people მიმართვა ამომრჩევლისადმი;
7. კრებ., ხუმრ. არსებები; the feathered people ფრთოსანნი, ფრინველები; the woolly people ცხვრები;
◇ the little people ა) ფერიები, ელფები (აგრ. the good people); ბ) ბავშვები; გ) ღარიბები; უბრალო / არაფრით გამორჩეული ადამიანები; of all people ა) განსაკუთრებით, ყველაზე მეტად; ბ) გასაკვირად; ყველასთვის მოულოდნელად.