1. მშვიდობა; მშვიდობიანობა, არასაომარი მდგომარეობა; to make peace მშვიდობის დამყარება (მეომარ მხარეებს შორის); to keep / to maintain / the peace მშვიდობის შენარჩუნება / არდარღვევა; to be at peace ვინმესთან / ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაარსებობა; ʘ ვინმეს არ ეომება, ერთმანეთს შორის მშვიდობაა დამყარებული;
2. 1) სიმშვიდე, სიწყნარე; მყუდროება; a scream that fractured the peace of the night კივილი, რომელმაც ღამის მყუდროება დაარღვია; inward peace სულიერი სიმშვიდე; deep in peace უშფოთველი, მშვიდი;
2) წესრიგი; they were bound over to keep the peace მათ პირობა დაადებინეს, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევდნენ;
3. (აგრ. the Peace) საზავო / სამშვიდობო ხელშეკრულება / შეთანხმება; საზავო ხელშეკრულების რატიფიკაცია; საომარი მოქმედებების დასრულება;
⌇ peace agreement სამშვიდობო შეთანხმება; peace talks / negotiations / სამშვიდობო მოლაპარაკებები; peace conference სამშვიდობო კონფერენცია; სამშვიდობო მოლაპარაკებები; peace campaign სამშვიდობო კამპანია, მშვიდობისათვის ბრძოლის კამპანია; peace march სამშვიდობო მარში, ომისა და ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილი დემონსტრაცია; peace movement მოძრაობა მშვიდობისათვის; peace initiative სამშვიდობო ინიციატივა; peace overtures სამშვიდობო წინადადებები; peace process სამშვიდობო პროცესი; peace settlement მშვიდობიანი მოწესრიგება; peace footing სამხ. მშვიდობიანობა, არასაომარი მდგომარეობა; peace establishment სამხ. მშვიდობიანი დროის შტატები / შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა; peace offensive "მშვიდობიანი იერიში", ქმედითი / ხანგრძლივი კამპანია / ძალისხმევა (ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად);
◇ to hold one's peace / tongue / იშვ. გაჩუმება, დუმილი; ≅ ენისთვის კბილის დაჭერა; to make (your) peace with smb. ვინმესთან შერიგება; ვინმესთან უთანხმოების მოგვარება.