(paid)
1. 1) ფულის / საფასურის გადახდა (˂გადა˃იხდის,˂გადა˃უხდის); to pay in advance ავანსად / წინასწარ გადახდა; to pay in kind ნატურით გადახდა; to pay in full მთლიანად გადახდა; to pay by / in / instalments ნაწილ-ნაწილ / განვადებით გადახდა; to pay duty ბაჟის / საბაჟო გადასახადის გადახდა; to pay on delivery ადგილზე მიტანისას გადახდა; to pay on demand მოთხოვნისთანავე გადახდა, წარდგენისთანავე განაღდება (თამასუქისა); fully [partly] paid shares / stocks / მთლიანად [ნაწილობრივ] განაღდებული აქციები;
2) შესრულებული სამუშაოს, მომსახურების და ა.შ. ანაზღაურება (აუნაზღაურებს); ხელფასის / ჰონორარის გადახდა (˂გადა˃უხდის) / გაცემა; to pay wages ხელფასის გადახდა; to pay a bill ანგარიშის გადახდა; to pay expenses ხარჯების ანაზღაურება / დაფარვა; to pay one's passage მგზავრობის საფასურის გადახდა; dirty and badly paid jobs ჭუჭყიანი და დაბალანაზღაურებადი სამუშაოები; the highest paid profession ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია;
2. გადახდა (˂გადა˃იხდის) / გასტუმრება (ვალისა); ჩასესხება; to pay one's debt ვალის გადახდა / გასტუმრება; he who likes borrowing dislikes paying ვისაც სესხება უყვარს, ჩასესხება ეჯავრება;
3. მოგების / სარგებლის მოტანა (მოაქვს); ʘ მატერიალური / ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანია; business that does not pay საქმე / ბიზნესი, რომელსაც მოგება არ მოაქვს / რომელიც მოგებას არ იძლევა;
4. ʘ ღირს; მნიშვნელობა / აზრი / გამართლება აქვს; I find it pays to get up early ვფიქრობ, ღირს ადრე ადგომა; it doesn't pay (you) to argue with him მასთან კამათი არ (გი)ღირს;
5. ʘ ძვირად დაუჯდება (რაიმე), საკადრისად დაისჯება (რისამე გამო); to pay for one's folly ʘ უგუნური საქციელი / უჭკუობა ძვირად დაუჯდა; "you'll pay for this", he hissed (out) "ეს ძვირად დაგიჯდებათ", – კბილებში გამოცრა მან;
▭ to pay smth. back (to smb.) (ვინმესთვის) ვალის დაბრუნება / რისამე გადახდა; he engaged himself to pay back the money პირობა დადო, რომ ვალს დააბრუნებდა;
to pay smb. back (for smth.) ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა (˂გადა˃უხდის) / მიზღვა (რისამე გამო); შურისძიება; I'll pay her for what she did to me შურს ვიძიებ მასზე იმის გამო, რაც მე გამიკეთა;
to pay smth. in, to pay smth. into smth. საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა (შეიტანს) / დარიცხვა / დამატება; I'd like to pay some money into my account ჩემს საბანკო ანგარიშზე გარკვეული თანხის დარიცხვა მინდა;
to pay off საუბ. წარმატების / სარგებლის მოტანა (მოიტანს); სასურველი შედეგის გამოღება; they took a hell of a risk but it paid off დიდი რისკი გასწიეს, მაგრამ საბოლოოდ მათი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა;
to pay smb. off 1) ანგარიშის სრულად გასწორება (˂გა˃უსწორებს) და დათხოვნა (მუშებისა, გემის ეკიპაჟისა და ა.შ.);
2) საუბ. ვისიმე მოსყიდვა (მოისყიდის); all the witnesses had been paid off ყველა მოწმე მოისყიდეს;
to pay smth. off ვალის / დავალიანების სრულად გადახდა (˂გადა˃იხდის) / გასტუმრება / დაფარვა; to pay off one's creditors ʘ თავის კრედიტორებს / მევალეებს სრულად გაუსწორდა;
to pay smth. out 1) რაიმეში დიდი თანხის გადახდა (˂გადა˃იხდის); I paid out a lot of money for that car საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე იმ მანქანაში; 2)ზღვ. მოშვება (˂მო˃უშვებს; ˂მო˃ეშვება) ბაგირისა და მისთ.;
to pay up ვალის სრულად გადახდა (˂გადა˃უხდის) / გასტუმრება / დაფარვა (ხშ. საკუთარი სურვილის წინააღმდეგ); if you pay up now, you will not be taken to court ვალს სრულად თუ დაფარავთ, სასამართლოს წინაშე აღარ მოგიხდებათ წარდგომა;
◇ the devil / the hell / (and all) to pay ≅ საუბ. მძიმე მდგომარეობა, განსაცდელი, გასაჭირი; he who pays the piper calls the tune ანდ. ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს; to pay a call on smb., to pay smb. a visit ვისიმე მონახულება; to pay a compliment to smb. ვინმესთვის კომპლიმენტის / ქათინაურის თქმა; to pay attention / heed / consideration / to smb., smth. ვინმესთვის, რაიმესთვის ყურადღების მიქცევა / მიპყრობა; to pay dividends სასურველი შედეგის გამოღება; დიდი სარგებლის მოტანა; who breaks pays ანდ. ვინც გატეხა, იმან ზღოს; ≅ ძაღლი ვინც მოკლა, იმანვე გადაათრიოსო; to pay for itself ʘ თავის თავს გამოისყიდის; თავის ფასს ამოიღებს; to pay good money for smth. რაიმეში მეტისმეტად დიდი თანხის / ფულის გადახდა / გადაყრა; to pay one's addresses / court / to smb. ʘ მოძვ. ეარშიყება ვინმეს; ვისიმე გულის მოგებას ცდილობს; to pay one's debt to nature მოკვდომა, გარდაცვალება; to pay one's respects to smb. ოფიც. ვისიმე მოკითხვა / მონახულება და ამგვარად მისდამი პატივისცემის / მოწიწების გამოხატვა; many came to pay their last respects დაკრძალვაზე ბევრი მოვიდა, რათა მიცვალებულისათვის საბოლოო პატივი მიეგო; to pay one's way ʘ თავს საკუთარი შრომით ირჩენს; მატერიალურად არავისზე არაა დამოკიდებული; to pay the fiddler საკუთარი საქციელისთვის და ა.შ. პასუხისგება; to pay the penalty / price / (for smth. / for doing smth. / ) ʘ ძვირად დაუჯდება (რაიმე), საკადრისად დაისჯება (რისამე გამო); პასუხს აგებს (რისამე გამო); one day you will all pay the price for your selfish behaviour ერთ მშვენიერ დღეს ყველანი პასუხს აგებთ თქვენი ეგოისტური ქცევის გამო; to pay through the nose (for smth.) საუბ. (რაიმეში) უზარმაზარი / მეტისმეტად დიდი თანხის გადახდა; you pays your money and you takes your choice საუბ. არჩევანი შენზეა; თავად უნდა მიიღო გადაწყვეტილება.