1. წიგნ. ერთმანეთს დაშორება (˂და˃შორდებიან), დაცილება; ვინმესთან გაყრა, გაშორება, ურთიერთობის გაწყვეტა; he has recently parted from his wife იგი ახლახან გაშორდა ცოლს; they parted from one another ისინი ერთმანეთს დაშორდნენ;
2. წიგნ. ვისიმე ვინმესთან დაშორება (˂და˃აშორებს), დაცილება; the lovers were parted შეყვარებულები ერთმანეთს დააშორეს / დააცილეს;
3. გაყოფა (˂გა˃ყოფს; ˂გა˃იყოფა); ნაწილებად დაყოფა; განცალკევება; a smile parted her lips ქალს ტუჩები ღიმილმა გაუპო; the sunlight flooded the room when he parted the curtains ფარდები რომ გასწია, ოთახში მზის სხივები შემოიჭრა; our roads part here ჩვენი გზები აქ იყრება;
4. თმის გაყოფა (
˂გა
˃იყოფს); to part one's hair in the middle [at the side] თმის შუაზე [გვერდზე] გაყოფა;
5. ზღვ. გაწყვეტა (˂გა˃უწყდება) ღუზის ჯაჭვისა, საბუქსირო გვარლისა და ა.შ.; აწყვეტა;
▭ to part off ტექ. საჭრისით მოჭრა (˂მო˃ჭრის) სახარატო ჩარხზე;
to part with smth. რისამე გამეტება (˂გა˃იმეტებს) / შელევა / ხელიდან გაშვება; ვინმესთვის რისამე უხალისოდ / უნდომლად მიცემა / გადახდა; I'm reluctant to part with any of the kittens, but we need the money მიჭირს კნუტებს შეველიო, მაგრამ ფული გვჭირდება; make sure you read the contract before parting with any money სანამ ფულს გადაიხდიდე, აუცილებლად გაეცანი კონტრაქტს; he was beguiled into parting with his money ფული დასცინცლეს;
◇ to part company (with / from / smb.) ა) (ვინმესთან) დაშორება; (ვინმესთან) ურთიერთობის გაწყვეტა; the band have parted company with their manager ჯგუფმა თავის მენეჯერთან ურთიერთობა გაწყვიტა; ბ) (ვინმესთან შედარებით) განსხვავებული აზრის / შეხედულების ქონა; (ვინმესთან) დაუთანხმებლობა; on that question I part company with you ამ საკითხში არ გეთანხმებით.