1. 1) სამხ. აღლუმზე / პარადზე მწყობრით სვლა (დადის) / მარშირება; to parade under arms სრული საბრძოლო აღჭურვილობით მარშირება;
2) პარადში / სადღესასწაულო სახალხო მსვლელობაში მონაწილეობა (მონაწილეობს); სახალხო მსვლელობის მოწყობა (რისამე წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ან რისამე აღსანიშნავად); the victorious team will parade through the city tomorrow morning ხვალ დილით გამარჯვებული გუნდი ქალაქში საზეიმო მსვლელობას მოაწყობს;
2. სამხ. ჯარის მოწყობა (˂მო˃აწყობს; ˂მო˃ეწყობა) დათვალიერების / ინსპექტირების და ა.შ. მიზნით ან ოპერაციის დაწყების წინ ; to parade troops ჯარების დათვალიერების ჩატარება;
3. კიცხვ. რისამე აფიშირების მოხდენა (˂მო˃ახდენს), აფიშირება; რითიმე თავის მოწონება, ყოყოჩობა; he loves to parade his knowledge in front of his students ძალიან უყვარს თავისი სტუდენტების წინაშე საკუთარი ცოდნის აფიშირება;
4. აქეთ-იქით სიარული (დადის) / სეირნობა (
ვისიმე ყურადღების მიპყრობის მიზნით); people were parading up and down showing off their finest clothes ხალხი აქეთ-იქით დასეირნობდა და თავისი საუკეთესო ტანსაცმლით იწონებდა თავს;
◇ to parade as smth. თავის მოჩვენება; თავის სხვა ვინმედ / რამედ გასაღება; he paraded himself as a loyal supporter of the party თავს ისე აჩვენებდა, თითქოს პარტიის ერთგული მხარდამჭერი იყო.