(
აგრ. par-)
რთული სიტყვის კომპონენტი; ქართულში ჩვეულ. შეესატყვისება: პარა-;
აღნიშნავს 1)
რაიმესთან ახლოს ან რისამე მიღმა მდებარეობას და ა.შ.: თან(ა)-, გარე-; paragraph პარაგრაფი; parataxis პარატაქსი, თანწყობა; paraxial პარაქსიალური, ღერძისთანა; paracentric(al) პარაცენტრული, გარეცენტრული; paragenesis პარაგენეზისი; paramagnetic პარამაგნიტური;
2) რაიმე მოჩვენებითს / ყალბს: ფსევდო-, ცრუ(-); paramorphism პარამორფიზმი, ფსევდომორფიზმი; paraselene ცრუ მთვარე, პარასელენე;
3) ანომალიურობას, ნორმიდან გადახრას: paranoia პარანოია; parasecretion ფიზიოლ. არანორმალური სეკრეცია;
4) რაიმესთან ახლო კავშირს ან მსგავსებას, რისამე სახეცვლილებას: paramilitary ნახევრად სამხედრო, გასამხედროებული; paramedic ფერშალი, მედდა; paratyphoid მედ. პარატიფური, მუცლის ტიფის მსგავსი; paraldehyde ქიმ. პარალდეჰიდი.