1. 1) გადაბრუნება (˂გადა˃აბრუნებს; ˂გადა˃ბრუნდება), ამოტრიალება; გადატრიალება; the boat overturned ნავი გადაბრუნდა; the car skidded and overturned მანქანა მოცურდა და ამოტრიალდა; he stood up quickly overturning his chair ის სწრაფად წამოდგა ფეხზე და სკამი წააქცია;
2) მოძვ. უკან დატრიალება (˂და˃ატრიალებს) დროისა და ა.შ.; nobody can scotch the overturning wheel of fortune ვერავინ შეაჩერებს ბედის უკუღმა ტრიალს;
2. დამხობა (˂და˃ამხობს), განადგურება; the king had overturned his adversaries მეფემ გაანადგურა მოწინააღმდეგეები;
3. აზრის და ა.შ. შეცვლა (˂შე˃ცვლის); თეორიის და ა.შ. უარყოფა / უკუგდება; საქმის შემობრუნება; the decision was overturned by the Supreme Court უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა.