1. 1) ფართოდ გავრცელება (˂გა˃ვრცელდება); რისამე მოცვა;
2) რისამე ფარგლებს გაცდენა (˂გა˃სცდება); დროისა და სივრცის მიღმა გავრცელება;
3) ვინმემდე მიღწევა (˂მი˃აღწევს); I overreached the couple, just as they were passing through the gate წყვილს მაშინ წამოვეწიე, ჭიშკარში რომ გადიოდნენ;
2. მეტისმეტის მონდომებით / მიუღწევლის მიღწევის მცდელობით საქმის გაფუჭება (˂გა˃აფუჭებს) / წახდენა; in making these promises, the company had overreached itself კომპანიამ ამ არარეალური დაპირებებით საქმე გაიფუჭა;
3. მოტყუება (˂მო˃ატყუებს); გაცურება; he never made any bargain without overreaching the person with whom he dealt ისე არასდროს უვაჭრია, მყიდველი რომ არ მოეტყუებინა;
4. გამოპარება (
˂გამო
˃ეპარება); the infant will grasp at the moon and overreach an apple ბავშვი მთვარეს წაეპოტინება და ვაშლი გადაავიწყდება;
5. ჭენებისას უკანა ფეხის წინაზე მირტყმა (˂მი˃არტყამს) ითქმის ცხენის შესახებ; ამგვარი ჭენებისას წინა ფეხის დაშავება.