Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

over III preposition
[ʹəʊvə(r)]
Print

1. მიუთითებს 1) რისამე ზემოთ მდებარეობას ან მოძრაობას: ზემოთ, ზევით, -ზე, -ზედ, თავზე; a sign over the entrance ფირნიში შესასვლელის თავზე; heavy fog hung over the city ქალაქის თავზე სქელი ნისლი ჩამოწოლილიყო; a flight over the ocean ოკეანეზე გადაფრენა; birds flew over the lake ჩიტებმა ტბას გადაუფრინეს;

2) მდებარეობას რისამე ზედაპირზე / თავზე და მის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვას: -ზე; his hat was pulled low over his eyes ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული; his hand was over his heart ხელი გულზე ედო; her hand closed over his ქალმა მას ხელზე ხელი მოუჭირა;

3) რისამე განივ / გარდიგარდმო მდებარეობას: -ზე; a bridge over a river მდინარეზე გადებული ხიდი; he had a towel over his shoulder მხარზე პირსახოცი ჰქონდა გადაკიდებული;

4) ადგილმდებარეობას რისამე მეორე მხარეს: იქით, გაღმა, გადაღმა; over the river მდინარის გაღმა / იქითა მხარეს; over (the) sea ა) ზღვის იქით, ზღვის გადაღმა; ბ) ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საზღვარგარეთ; a city over the border ქალაქი საზღვრის იქითა / მეორე მხარეს; we heard voices over the wall კედლის იქით / მიღმა ხმები მოგვესმა;

5) რაიმესთან ახლო მდებარეობას: -თან, ახლოს, მახლობლად; to sit over the fire ცეცხლთან / კოცონთან ჯდომა;

6) ტანსაცმლის ჩაცმას, შალითის გადაკვრას / ჩამოცმას და მისთ.: -ზე; to throw a sheet over the bed საწოლზე ზეწრის გადაფარება; to spread a cloth over the table მაგიდაზე სუფრის გადაფარება; she put an apron over her dress კაბაზე წინსაფარი გაიკეთა;

7) მოძრაობას (რისამე გავლით / გადალახვით) მეორე მხარეს მდებარე ადგილისაკენ: -ზე; to leap over smth. რაიმეზე გადახტომა; to help smb. over the road ვინმეს დახმარება ქუჩაზე გადასვლაში; to go over the bridge ხიდზე გავლა / გადასვლა;

8) მოძრაობას ან გავრცელებას განსაზღვრული ან სხვადასხვა მიმართულებით: -ზე, -ში (ხშ. all over); he travelled over Europe მთელს ევროპაში იმოგზაურა; a walk over the hills გასეირნება მთებში; all over the north of England მთელს ჩრდილოეთ ინგლისში; all the world over მთელს ქვეყანაში / მსოფლიოში; to motor over a new route ახალ გზაზე ავტომანქანით მგზავრობა; it snowed all over the valley მთელს ხეობაში თოვდა; a smile stole over his face სახეზე ღიმილმა გადაურბინა; winter settled over the mountains მთებში ზამთარი დადგა;

9) რისამე ზედაპირის შეხებას: -ზე; he ran his hand over the machine მან მანქანას ხელი გადაუსვა; he rubbed his hand over his cheek მან ლოყაზე ხელი გაისვა; his hands moved over the papers on the table მაგიდაზე ქაღალდები გადაქექა;

2. მიუთითებს 1) მოქმედების მიმდინარეობის ხანგრძლივობას: განმავლობაში, მანძილზე, -ში; over a long term of years მრავალი წლის განმავლობაში / მანძილზე; the patient improved over the last two days ბოლო ორი დღის განმავლობაში ავადმყოფი მომჯობინდა / უკეთ გახდა; can you stay over the week-end? შეგიძლიათ დარჩეთ ორშაბათამდე?

2) მოქმედების მიმდინარეობას ამა თუ იმ საქმიანობის პროცესში: დროს, -ისას; he fell asleep over his work მუშაობისას ჩაეძინა; we'll discuss it over our dinner ამაზე სადილზე ვიმსჯელებთ;

3. მიუთითებს განსაზღვრულ რაოდენობაზე / რიცხვზე / დონეზე მეტს: უფრო მეტი, ვიდრე ...; over a mile ერთ მილზე მეტი; over fifty million ორმოცდაათ მილიონზე მეტი; over his knees in water წყალში მუხლებს ზემოთ; over the legal limit დასაშვებ ზღვარზე მეტი; he is over twenty ის ოც წელზე მეტი ხნისაა; he spoke over an hour საათზე მეტს ლაპარაკობდა;

over II over-

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0154