Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

over II adverb
[ʹəʊvə(r)]
Print
მიუთითებს

1. 1) რისამე ზემოთ მდებარეობას ან მოძრაობას: ზემოთ, მაღლა; ზევით, ზევითკენ; the balloon was directly over საჰაერო ბურთი ჩვენს თავს ზემოთ ეკიდა; to hang over ʘ რისამე ზემოთ / თავზე კიდია;

2) მოძრაობას ერთი პუნქტიდან მეორეში, მათ შორის მდებარე სივრცის, დაბრკოლების და ა.შ. გავლით / გადალახვით – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to jump over გადახტომა; to step over გადაბიჯება, გადალაჯება; to climb over into the garden ბაღში გადაძრომა;

3) მდგომარეობის შეცვლას, გადაბრუნებას, ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში გადასვლას და მისთ. – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to roll over გადაგორება; to turn smth. over რისამე მეორე მხარეზე გადაბრუნება; please, turn over იხილე უკანა მხარეზე (წარწერა); turn over your side გვერდზე გადაბრუნდით; the car almost swung over მანქანა კინაღამ გადაბრუნდა / ამოტრიალდა; to knock smb. over ვისიმე წაქცევა / ძირს დაცემა; he stooped over to lace his shoes დაიხარა, რათა ფეხსაცმლის თასმები შეებნია;

4) საპირისპირო მხარეზე გადასვლას, პოზიციის შეცვლას – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to go over to the enemy მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლა; they went over to a five-day week ხუთდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ; over რად. გადავდივარ მიღებაზე! გისმენ! (ლაპარაკის დამთავრებისას ეთერის მეორე მოსაუბრისთვის დათმობის ნიშანი);

5) ამა თუ იმ ადგილთან ან პირთან მიახლოებას, რაიმესკენ გადაადგილებას და ა.შ.: he led her over the window მან ის ფანჯარასთან მიიყვანა; send her over to me ჩემთან გამოგზავნე(თ); he went over to the railing მოაჯირთან მივიდა; to go over to see smb. საუბ. ვინმესთან შევლა, ვისიმე მონახულება; we have guests coming over this evening ამ საღამოს სტუმრები გვეყოლება; to go over to the store მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა; take these letters over to the post office ეს წერილები ფოსტაში წაიღე(თ); ask him over მოიპატიჟე, სტუმრად მოიწვიე;

6) მდებარეობას ამა თუ იმ მხარეს: over here აქ; over there ა) აი იქ; there's good spot over there იქ კარგი ადგილია; ბ) ამერ. იქ, ევროპაში (და არა ამერიკაში); over by the hill იქ, გორაკს გადაღმა;

2. განმეორებას: ხელახლა, კვლავ, ისევ, ერთხელ კიდევ; he read the article twice over მან ხელახლა / კიდევ ერთხელ წაიკითხა სტატია; to do smth. over რისამე გადაკეთება / ხელმეორედ გაკეთება; he plans to do it over (again) ის (კვლავ) აპირებს ამის გადაკეთებას;

3. 1) მოქმედების საგულდაგულოდ წარმოებას ან ბოლომდე მიყვანას – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to think smth. over რისამე გულდასმით მოფიქრება / აწონ-დაწონა; to talk over რისამე დაწვრილებით განხილვა; to check over რისამე გულდასმით შემოწმება / გადამოწმება; to read a newspaper over გაზეთის წაკითხვა პირველიდან ბოლო გვერდის ჩათვლით; she counted the money over ქალმა ფული გადაითვალა; to look over გადათვალიერება / გადახედვა; შემოწმება, გულდასმით შესწავლა; may I look the house over? შეიძლება სახლი დავათვალიერო? dig the ground over well before planting the flowers ყვავილების ჩარგვამდე მიწა კარგად გადაბარეთ;

2) რისამე დამთავრებას: the lesson [the concert] is over გაკვეთილი [კონცერტი] დამთავრდა / დასრულდა; the war was over ომი დამთავრებული იყო; the incident is over ინციდენტი ამოწურულია;

over I over III

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0350