1. გარე, გარეთა, გარეგანი; outer covering გარეთა საფარი / გარსი; outer garments გარეთა ტანსაცმელი; the outer wood ტყის პირი; outer diameter ტექ. გარე დიამეტრი; outer flank სამხ. გარე ფრთა / ფლანგი; outer sewer მშენ. საკანალიზაციო კოლექტორი; outer skin ბიოლ. ეპიდერმისი; outer space ა) დედამიწის ატმოსფეროს საზღვრებს გარეთა სივრცე, ახლო კოსმოსი; ბ) მზის სისტემის საზღვრებს გარეთა სივრცე, შორეული კოსმოსი;
2. ცენტრიდან დაშორებული, პერიფერიული; the outer rooms განაპირა ოთახები; the outer suburbs შორეული გარეუბნები;
3. მატერიალური, ფიზიკური (სულიერის / ფსიქიკურის საპირისპიროდ);
4. ფილოს. ობიექტური;
5. არსებ. მნიშვნ. 1) სამხ., სპორტ. სამიზნის კიდე, სამიზნის რგოლების გარეთა თეთრი ველი;
2) სამხ., სპორტ. სამიზნის კიდეში / თეთრი ველში მორტყმა;
3) სპორტ. გარეთა წრე / კიდე (ბილიკისა);
4) გარეთა ტანსაცმელი;
◇ Outer Bar ა) სამეფო ადვოკატისაზე დაბალი რანგის ბარისტერი, რომელიც სასამართლოში გამოსვლისას ბარიერის მიღმა დგას; ბ) "გარეთა ბარიერი" (ადგილი სასამართლოში დაბალი რანგის ბარისტერებისათვის); the outer man ა) სხეული, ხორცი; გარეგანი კაცი (ბიბლია); ბ) ხუმრ. გარეგნობა; ჩაცმულობა (აგრ. the outer woman); the outer world ა) გარე სამყარო, მატერიალური სამყარო; ობიექტური რეალობა; ბ) გარეშე ხალხი, გარშემო მყოფნი (ამა თუ იმ პირისათვის ან მისი ვიწრო წრისათვის).