Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

out of phrase preposition
[ʹaʊtəv]
Print

1. მიუთითებს 1) მოძრაობას შიგნიდან -დან; he took a handkerchief out of his pocket ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო; to step out of the car მანქანიდან გადმოსვლა; to leap out of the window ფანჯრიდან გადმოხტომა; to jump out of bed საწოლიდან წამოვარდნა / წამოხტომა; he slipped out of the room ოთახიდან გაიპარა; is there a way out of it? თუ არის აქედან გამოსავალი? she looked at him out of the corner of her eye ქალმა მას მალულად შეხედა;

2) რისამე საზღვრებს გარეთ / მიღმა მდებარეობას ან რისამე საზღვრებს გა˂და˃ცდენას გარეთ, ფარგლებს მიღმა; to be out of the house სახლის გარეთ ყოფნა; to be out of the country ʘ საზღვარგარეთაა; out of prison ციხის გარეთ, თავისუფლებაზე; an animal not found out of Europe ცხოველი, რომელიც ევროპის ფარგლებს გარეთ არ მოიძებნება; when I am out of here ... როდესაც აქაურობას გავეცლები / დავტოვებ, როცა აქედან წავალ ...; don't hang out of the window ფანჯრიდან თავს ნუ გამოყოფ; the words hardly out of my mouth when ... სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი / არ დამცალდა, რომ ...; the gloom went out of his face დაღვრემილობამ გაუარა;

3) ამა თუ იმ მანძილზე მდებარეობას -დან; the camp is six miles out of town ბანაკი ქალაქიდან ექვსი მილით არის დაშორებული;

2. მიუთითებს 1) მოქმედების არის მიღმა მდებარეობას ან მოქმედების არიდან გაუჩინარებას / გაქრობას: out of danger საფრთხე რომ არ ემუქრება, ხიფათი რომ არ ელის; out of hearing სმენადობის ზღვარს მიღმა; to go out of sight თვალთახედვიდან გაქრობა / გაუჩინარება; that is out of our power ეს ჩვენს ძალებს აღემატება; out of my sight! საუბ. მომშორდი / მომწყდი თავიდან! თვალით არ დამენახვო!

2) ნორმიდან, წესიდან და ა.შ. გადახრას / გადახვევას: out of breath აქოშინებული, სუნთქვაშეკრული; out of hand ხელიდან წასული [იხ. აგრ. hand I ]; out of shape უფორმო, ფორმადაკარგული; out of the ordinary, out-of-the-ordinary უჩვეულო, განსაკუთრებული; out of place არა თავის ადგილას, უადგილო ადგილას; უადგილო, შეუფერებელი; out of order მწყობრიდან გამოსული, გაუმართავი, დაზიანებული; out of patience მოთმინებადაკარგული; out of one's mind ჭკუიდან გადასული;

3) ხმარებიდან, მოდიდან და ა.შ. გამოსვლას: to be out of fashion ʘ მოდაში აღარაა;

3. მიუთითებს მიზეზს / საფუძველს -გან, გამო; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც; out of pity სიბრალულით, სიბრალულის გამო; out of respect პატივისცემის გამო; out of spite (სი)ბრაზით, (სი)ბრაზისაგან;

outnumber out-of-area operation

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0460