Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

ought¹ verb
[ɔ:t]
Print

1. გამოხატავს 1) მართებულობას, ჯეროვნებას, რისამე მართებულად / ჯეროვნად გაკეთების აუცილებლობას / საჭიროებას: I ought to go there აუცილებლად მმართებს იქ წასვლა, იქ აუცილებლად უნდა წავიდე; you ought to do your duty თქვენი მოვალეობის შესრულება გმართებთ, თქვენი მოვალეობა უნდა შეასრულოთ; one ought not to cross the street against the red light წითელ შუქზე ქუჩა არ უნდა გადაკვეთოთ; I thought I ought to let you know about it ჩავთვალე, რომ ამის შესახებ უნდა გცოდნოდათ; საჭიროდ მივიჩნიე თქვენი საქმის კურსში ჩაყენება; it ought not to be allowed ამის დაშვება შეუძლებელია;

2) საყვედურს, გაკიცხვას, სინანულს (უპირატ. პერფექტულ ინფინიტივთან ერთად): you ought to have told me that yesterday გუშინ უნდა გეთქვა ჩემთვის ამის შესახებ; you ought to have known უნდა გცოდნოდათ; you ought to have begged his pardon ბოდიში უნდა მოგეხადათ, პატიება უნდა გეთხოვათ; she ought to have been more careful უფრო ფრთხილად უნდა მოქცეულიყო, მეტი სიფრთხილე მართებდა; he ought to have been a doctor ექიმი უნდა გამოსულიყო;

3) ვარაუდს, შესაძლებლობას, მოსალოდნელობას: the telegram ought to reach him within two hours დეპეშას ალბათ ორ საათში მიიღებს; he ought to be there by now ახლა ალბათ უკვე იქ არის, ახლა იქ უნდა იყოს; I ought to be free by four, with luck თუ ბედი მწყალობს, ოთხი საათისათვის უნდა გავთავისუფლდე / ალბათ თავისუფალი ვიქნები; prices ought to come down soon ფასები ალბათ მალე დაიკლებს;

4) მოქმედების სასურველობას / მიზანშეწონილობას: you ought to hear her sing ნეტავ ერთი მოგასმენინა, როგორ მღერის;

2. არსებ. მნიშვნ. მოვალეობა, ვალდებულება.

ouch² ought² I, II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0451