Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

other I adjective
[ʹʌðə(r)]
Print

1. კიდევ ერთი, დამატებითი, სხვა; how many other brothers have you? კიდევ რამდენი ძმა გყავთ? he is without other resources სხვა სახსრები არ გააჩნია; there are some other people waiting to see you კიდევ რამდენიმე კაცი გელოდებათ; he has no other place to go to სხვაგან წასასვლელი არა აქვს; a few other examples would be useful ურიგო არ იქნებოდა რამდენიმე დამატებითი მაგალითის მოყვანა; (any) other business სხვადასხვა საკითხები (დღის წესრიგში); thou shalt have no other gods before me ბიბლ. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები;

2. სხვა, სხვანაირი, განსხვავებული; he is busy now, ask him about it some other time ახლა ის დაკავებულია, სხვა დროს ჰკითხეთ ამის შესახებ; it must be decided by quite other considerations ამ საკითხის გადაწყვეტისას სულ სხვა მოსაზრებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ; change into other clothes სხვა რამე ჩაიცვით; გამოიცვალეთ ტანსაცმელი; in other circumstances სხვა ვითარებაში, სხვა გარემოებაში; a nature far other from ours მოძვ. ჩვენი ბუნებისაგან სრულიად განსხვავებული, ჩვენს ბუნებას რომ საერთოდ არ შეეფერება; it was none other than the general არც მეტი, არც ნაკლები — თავად გენერალი ბრძანდებოდა; no other სხვა არავინ / არაფერი;

3. მეორე, სხვა (უპირატ. ორიდან); the other half მეორე ნახევარი; open your other eye მეორე თვალი გაახილეთ; take it in your other hand მეორე ხელში დაიჭირეთ / დაიკავეთ; use your other hand too მეორე ხელიც მოახმარეთ / მოიშველიეთ; on the other side of the road გზის მეორე მხარეს; the other side of the question საკითხის მეორე მხარე;

otalgy other II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0134