1. ბრძანება (ბრძანებს, უბრძანებს); ბრძანების / განკარგულების გაცემა; to order silence ʘ უბრძანა გაჩუმებულიყო / გაჩუმებულიყვნენ; სიჩუმე / სიწყნარე მოითხოვა; to order otherwise ʘ სხვაგვარი განკარგულება გასცა; to order troops to advance [to retreat] ჯარისათვის შეტევის [უკან დახევის] ბრძანების გაცემა; he was ordered to come უბრძანეს მოსულიყო; she was ordered away [here, out] ქალს უბრძანეს წასულიყო [აქ მოსულიყო, გარეთ გასულიყო]; stop ordering me around ნუ მეუფროსები / მბრძანებლობ! შეწყვიტე მითითებების მოცემა!
2. გაგზავნა (˂გა˃გზავნის); to be ordered abroad ʘ საზღვარგარეთ გაგზავნეს; he was ordered home შინ გაუშვეს;
3. წამლის და მისთ. დანიშვნა (˂და˃უნიშნავს); the doctor ordered her mustard plasters ექიმმა ქალს მდოგვის საფენები დაუნიშნა; I was ordered to stay in bed წოლითი რეჟიმი დამინიშნეს;
4. შეკვეთა (
˂შე
˃უკვეთს), დაკვეთა; to order a new suit ახალი კოსტიუმის შეკვეთა; to order dinner სადილის შეკვეთა;
5. მოწესრიგება (˂მო˃აწესრიგებს) / მოგვარება; to order one's affairs საქმეების მოწესრიგება / მოგვარება;
6. განლაგება (˂გან˃ალაგებს); გარკვეული რიგით / წესით დაწყობა / კლასიფიცირება;
7. ამერ. ს.-მ. თამბაქოს ფოთლების კონდიციურ მდგომარეობაში მოყვანა (მოიყვანს);
8. საეკლესიო თანამდებობაზე კურთხევა (აკურთხებს);
9. წიგნ. წინასწარ განსაზღვრა (განსაზღვრავს) / განკუთვნება;
▭ to order about ვინმეზე მბრძანებლობა (მბრძანებლობს), უფროსობა; ვისიმე შევიწროება;
to order off სპორტ. გაძევება (˂გა˃აძევებს) მოთამაშისა;
to order up ბანქ. კარტის დარიგებისას მოთამაშის მიერ დამრიგებლისათვის ნებისმიერი კარტის ამოტრიალების მოთხოვნა (რომლის ფერიც კოზირად ცხადდება).