1. 1) მოქმედება, მუშაობა; ფუნქციონირება; to be in operation ʘ მოქმედებს, მუშაობს; the plant has been in operation for several weeks ქარხანა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობს / ფუნქციონირებს; are the street-cars in operation? ტრამვაი დადის? to come / to go / into operation ა) ამოქმედება, მოქმედების / მუშაობის დაწყება; ბ) იურ. ძალაში შესვლა; when does that rule go into operation? როდის მოხდება ამ წესის შემოღება / დაკანონება? to extend operations გამოსადეგობის / სამსახურის ვადის გაზრდა (მანქანისა); to put smth. into operation ა) რისამე მოქმედებაში მოყვანა / ამუშავება; ბ) რისამე განხორციელების დაწყება / ცხოვრებაში გატარება; the plans were put into operation immediately გეგმების განხორციელებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ;
2) პროცესი; operation of breathing [of thinking] სუნთქვის [აზროვნების] პროცესი;
2. მოქმედება, გავლენა, ქმედითობა, ეფექტიანობა; the operation of a drug წამლის მოქმედება;
3. სავაჭრო ან ფინანსური ოპერაცია; გარიგება; operations on the stock exchange საბირჟო / ოპერაციები / გარიგებები;
4. მედ. ქირურგიული ოპერაცია; მანიპულაცია; heart [plastic] operation გულის [პლასტიკური] ოპერაცია; Lister's operation ლისტერის ოპერაცია; operation of kidney transplantation თირკმლის გადანერგვის ოპერაცია; major operation მძიმე / სერიოზული ოპერაცია; to perform an operation for smth. რისამე ოპერაციის გაკეთება; to undergo an operation ოპერაციის გადატანა;
5. ჩვეულ. pl 1) სამხ. ოპერაცია; სამხედრო მოქმედებები; a covert operation ფარული ოპერაცია; line of operations ოპერაციის მიმართულება;
2) დაგეგმილი ერთობლივი სამუშაოები, მოქმედებები; rescue operations სამაშველო სამუშაოები;
6. საბადოს დამუშავება, ექსპლუატაცია;
7. ტექ. ოპერაცია, დამუშავების ციკლი;
8. უპირატ. ამერ. მართვა (დანადგარისა, მოწყობილობისა, ბიზნესისა და ა.შ.);
9. მათ. ოპერაცია, მოქმედება;
⌇ operations map სამხ. ოპერატიული რუკა, საბრძოლო ვითარების ამსახველი რუკა; operation order სამხ. ოპერატიული ბრძანება, საბრძოლო ბრძანება; operation plan სამხ. ოპერატიული გეგმა, სამხედრო ოპერაციის / საბრძოლო მოქმედებათა გეგმა; operations officer ამერ. სამხ. ოპერატიული ოფიცერი, შტაბის ოპერატიული განყოფილების ოფიცერი; operations room ა) სამხ., ავ. ოპერატიული / სამეთაურო პუნქტი; ბ) ზღვ. ოპერატიული / სამეთაურო ჯიხური.